მარტვილში, ავარიის დროს დაშავებული ახლგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

ავარია თელავში

მარტვილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბაჩო ჯანჯღავა კლინიკაში გარდაიცვალა. 

„ერთმანეთზე გიჟდებოდით. ყოველთვის ერთად იყავით..... ისე ძლიერ გიყვარდათ ერთმანეთი, იმქვეყნადაც ერთად მოისურვეთ ყოფნა. იცით როგორ მტკივა?..... ჩემო ანგელოზებო. რომელი ერთი უნდა დაგიტიროთ რომელიიიი", - წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, შემთხვევა სოფელ გაჭედილთან, რამდენიმე დღის წინ მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მაღაზიას დაეჯახა. ორი პირი, ლევან ბერიშვილი და ნიკა ფაილოძე ადგილზე გარდაიცვალა, მესამე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებული მამაკაცი მძიმე ტრავმებით კლინიკაში მოათავსეს, თუმცა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

მომხდარ ტრაგედიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა.