სად წავიღოთ ჯვარნაწერი ბეჭდები განქორწინების შემდეგ - მამა საბას პასუხი

ჯვრისწერის ბეჭდები

სად წავიღოთ ჯვარნაწერი ბეჭდები განქორწინების შემდეგ - ალბათ, საზოგადოების დიდ ნაწილს მსგავსი კითხვა ერთხელ მაინც გასჩენია. ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი საბა ამ კითხვაზე შემდეგნაირად პასუხობს: 

„თუ თქვენ, ან თქვენმა მეუღლემ ახალი ოჯახი შექმენით, ის ჯვარნაწერი ბეჭედი არის ოქრო და მეტი არაფერი, რაც გინდათ ის უქენით. თუ თქვენთვის ის ჯვარნაწერი საქორწინო ბეჭედი იმდენად ფასობს და იმდენად არის ღირებული, რამდენადაც იმ ადამიანთან ერთობის და იმ სიყვარულის სიმბოლოა და თუ თქვენ ეს ერთობა აღარ გაქვთ, რა თქმა უნდა, იმ ბეჭედსაც არავითარი მაგიური დატვირთვა არ აქვს. ჩვეულებრივი ოქროა, გინდათ როგორც ბეჭედი ისე შეინახეთ, გინდათ ვინმეს აჩუქეთ, გადაადნეთ და სხვა რამე გააკეთეთ, თუ თქვენ ადამიანი დათმეთ, ადამიანებმა თუ ვერ შეინარჩუნეთ ერთმანეთი, სიყვარული დათმეთ და ვერ გაუფრთხილდით, „კალიცოს“ გაუფრთხილდე და ადამიანს არა, ცოტა სასაცილოა“, - ამბობს მოძღვარი.