12 თებერვალს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1770834419
2026 წლის 11 თებერვალს ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი მეუღლესთან, სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტ მილანოვიჩს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე დახვდნენ.
„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.