თბილისში, ბინაში მცხოვრებმა, კარადაში გველი ნახა
1781293794
მანქანის საქარე მინაზე პარკირების ჯარიმის ოქმის დატოვება გაუქმდა, ამის შესახებ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით უკვე დაამტკიცა.
სამართალდამრღვევს ოქმი გაეგზავნება სტანდარტული წესით მისამართზე და ამავდროულად მიუვა შეტყობინება.
ამასთან, კანონში შესული ცვლილებით, ტროტუარსა და ზებრა გადასასვლელზე პარკირებული ავტომობილი დაუყოვნებლივ დაექვემდებარება ევაკუაციას, ასევე იზრდება ჯარიმები პარკირების წესების დარღვევაზე. საფასურის გადახდის გარეშე, ავტომობილის პარკირებაზე ჯარიმა ხუთმაგდება და 10 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდა.