პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ავტომობილის გზაზე მიტოვებისთვის ჯარიმა იზრდება.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით დაამტკიცა.
როგორც ბექა დავითულიანმა განაცხადა, ამ ცვლილებით მათ შორის ხდება ფულადი სანქციის გაზრდა იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული ავტომობილი თვეობით, წლობით არის გაჩერებული (მიტოვებული) საპარკინგე ადგილზე, რაც დისკომფორტია მოსახლეობისთვის, რადგან ვერ ახერხებენ საკუთარი ავტომობილების გაჩერებას.
„ჩვენ გვინახავს არაერთი ძველი მანქანა საპარკინგე ადგილას, რომელიც 2 და 3 წელი დგას ერთ კონკრეტულ მისამართზე. ამისთვის არსებობს სპეციალური კერძო ავტოსადგომები, თვითონ იმ ადამიანს აქვს კერძო საკუთრება, სადაც შეუძლია რომ გააჩეროს გამოუყენებელი ავტომობილი და საპარკინგე ადგილი არ დაიკავოს,“- აღნიშნა დავითულიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.
მიტოვებული ავტომობილისთვის მეპატრონე 100 ლარით დაჯარიმდება.