დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რუსეთის სურვილზე, რომ მუდამ ძლევამოსილი იყოს და მთელი მსოფლიოს ძალაუფლება იგდოს ხელთ, მწერალ თამრი ფხაკაძეს, პუშკინის ცნობილი ზღაპარი "ბერიკაცი და ოქროს თევზი" ახსენდება და პარალელს ავლებს.
თამრი ფხაკაძე: - კარგა ხნის წინ პუშკინმა დაუსვა დიაგნოზი და მომავალიც უწინასწარმეტყველა რუსეთს. "ბერიკაცი და ოქროს თევზი". ეს ზღაპარი ქვეტექსტი უფროა, ვიდრე ტექსტი.
როგორ ფიქრობთ, თვითონ ბერიკაცს რატომ არ ათხოვინა პუშკინმა ოქროს თევზისთვის სულ უფრო მეტი სიმდიდრე და ძალაუფლება და ბოლოს მსოფლიოს მბრძანებლობაც? იმიტომ, რომ ქვეტექსტი მდედრობით სქესს ურტყამს. "ონა". რასია. მატუშკა. ჰოდა, უსრულა, უსრულა იმ თევზმა დრომდე და ვადამდე გაუმაძღარ დედაკაცს და რომ ვეღარ მოიპირა ძალაუფლებით და მსოფლიო მბრძანებლობა რომ მოინდომა, ბრახ, და კი დატოვა საწყის მდგომარეობაში, გატეხილ ვარცლთან და მონგრეულ ქოხმახში.
ეგაა. დიაგნოზიც და წინასწარმეტყველებაც.
მანდეთკენ მიდის ეს სიგიჟე. დარჩება რუსეთი გატეხილ ვარცლთან ცარიელ-ტარიელი.