ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
მომღერალი ნანი ბრეგვაძე რუსეთ-უკრაინის ომს ეხმაურება. მისი თქმით, ოკუპანტების ადგილი ნორმალურ ხალხში არ არის.
„ასე მგონია, კინოს ვუყურებ და ეს ჩვენი ამბავი არ არის. ყველას ერთი ემოცია აქვს, გაურკვევლობა კი არა, გაოცებაა, რომ 21-ე საუკუნეში ასეთი საშინელება მოხდა.
მათი ადგილი ნორმალურ ხალხში არ არის. რასაკვირველია, უკრაინელების გვერდით ვარ და მათი ცხოვრებაში შევდივარ. მე ახლა ამ სიტუაციაში ვცხოვრობ. ჩემს თავზე ვიღებ ამას. უკრაინელებო, თქვენ ხართ ნამდვილი პატრიოტები, გმირები. უკრაინა გადარჩება, გადავრჩებით ჩვენც - ეს უნდა ვიცოდეთ“, - განაცხადა ბრეგვაძემ.