ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
მამუკა მდინარაძე საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს უსამძიმრებს.
ამასტან, მდინარაძე დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს
„წარმოუდგენელი ტრაგედია დატრიალდა საგარეჯოში. ვიზიარებ ყველა გარდაცვლილი ადამიანის ოჯახებისა და ახლობლების მწუხარებას. ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას გმირი პოლიციელის ოთარ ღვინაშვილის გარდაცვალების გამო და ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე! მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულ ადამიანებს!“,- წერს მამუკა მდინარაძე.
საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა.
19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა. გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი - შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სროლების განხორციელების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც. საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
1732249892