ცნობილია გუდაურში მომხდარი უბედური შემთხვევის სავარაუდო მიზეზი
1734206079
დოლიძის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ ერთ-ერთი ადგილობრივი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
,,გუშინ ღამით მომხდარმა ამბავმა შეძრა არა მარტო ჩვენი უბანი, მთელი საქართველო…ოჯახურ კონფლიქტს შეეწირა ორი ანგელოზის დედა და ბებია, მამა უკანასკნელ წუთებშია…ეს ტრაგედიაა... ძალიან დიდი ტრაგედია… მე მხოლოდ მინდა ის უდიდესი თანადგომა, მომხდარის გულთან მიტანა და მართლაცდა უბედურების გაზიარება აღვნიშნო, რომელიც მოჰყვა ჩემს ზარს საბურთალოს რ-ნის გამგეობაში, კერძოდ ჩემს უმაგრეს და უსაყვარლეს ადამიანთან სალომე კეთილაძესთან და გამგებელ გიზო ვასაძეს გვერდზე დამიდგნენ, მყისიერად მომიგვარეს ჩასასვენებლის, გადასვენების და დასაკრძალი ადგილის გამოყოფა, ასევე უღრმესი მადლობა ბატონ ნოდარს (მისი გვარი არ ვიცი გლდანის რაიონის გამგეობა) მან გამოყო დასაკრძალი ორი ადგილი.
მოდი და დაუკარგოთ ამ ადამიანებს ეს მადლი, პატივისცემა, ყურადღება, თანადგომა და კაცთმოყვარეობა - არ ვიქნებოდი მართალი ჩემს თავთან რომ არ დამეწერა, მინდა იცოდეთ - საქართველო მანამდე იამაყებს, სანამ ასეთი ადამიანები ბევრნი,ბევრნი იქნებიან ჩვენს გვერდით. დაე ეს ტრაგედია ბოლო ყოფილიყოს ჩვენს უბანში და სრულიად საქართველოში, ნათელი გარდაცვლილთა სულებს“
ასევე დაგაინტერესებთ:
რატომ ურჩევნია ღმერთს მაძიებელი ადამიანი, ვიდრე გარეგნულად მორჩილი და უზადო
როგორ მოქმედებს კომპიუტერული თამაშები ჩვენს ჯანმრთელობაზე
„სიმსივნე საფეთქელთან იყო მილიმეტრებში“ - როგორ დაამარცხა უმძიმესი სენი ხათუნა ხოფერიამ