1728589908
„სიმსივნე საფეთქელთან იყო მილიმეტრებში“ - როგორ დაამარცხა უმძიმესი სენი ხათუნა ხოფერიამ
ცოტა ხნის წინ, 61 წლის იუბილეზე ხათუნა ხოფერიამ საზოგადოებას ამცნო, რომ მეორედ დაიბადა. როგორც გაირკვა, პარლამენტის ყოფილმა წევრმა მძიმე სენი დაამარცხა, მას თავიდან სიმსივნე ამოჭრეს.
„თავის ტკივილები გამიმძაფრდა, დაზღვევა მქონდა და ყველაფერი გამოვიკვლიე, მაგრამ მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია ბოლოსკენ მოვიტოვე. ვიყავი ნევროლოგთან, რომელმაც თავიდან ბოლომდე შემამოწმა, ყველაფერი წესრიგში იყო. მგონი არ გჭირდებათ, რატომ იკეთებთო.
ბოლო 12 წლის განმავლობაში უცნაური რამ დამემართა რამდენჯერმე. წევხარ, უცებ თავის ტკივილი გეწყება და ხვდები, რომ ეცემი. ჩემმა უფროსმა შვილიშვილმა მითხრა, ბებო, წევხარო, ვიცოდი, მაგრამ მაინც ჩაფრენილი ვიყავი, წყალს ვსვამდი და გადიოდა... ბოლო რამდენიმე შემთხვევა დროში გაგრძელდა, 2 წუთამდე გაგრძელდა...
ოპერაციის წინ დაადგინეს, რომ იყო გულყრა, გონების დაკარგვის გარეშე. მერე „მრტ“ გავიკეთე და პასუხის ასაღებად მარტო ვიყავი მისული... მანქანაში რომ ჩავჯექი, გავხსენი და ძალიან არ მომეწონა ეს ლათინური სიტყვა: ანანგიომა, რომელიც კეთილთვისებიანი სიმსივნეა. მერე ტელეფონში დავგუგლე, მახსოვს ვუყურებდი და არ ვკითხულობდი,“ - იხსენებს ხათუნა ხოფერია.
ყოფილი პარლამენტარი საუბრობს იმაზეც, როგორც შეატყობინა ოჯახის წვრებს და რა მოიმოქმედა დიაგნოზის გაგების შემდეგ.
„15 წუთის შემდეგ თავი ხელში ავიყვანე, წავიკითხე. პირდაპირ ეწერა, რომ კეთილთვისებიანი სიმსივნეა. გამეცინა... გამეცინა, რომ მე მჭირდა, ვერ წარმომედგინა ასეთი რამ.
პირველი რაც გავაკეთე, ჩემ მეგობარ გოგიტა გეგელაშვილთან დავრეკე... მეორე დღეს მივედი, ელექტრო ენცეფალოგრამა გაკეთდა. აბსოლუტურად ყველაფერი წესრიგში იყო. სიმსივნეს ძალიან საფრთხის მატარებელი მდებარეობა ჰქონდა. გარდა იმისა, რომ იყო საფეთქელთან, იყო სინუსში შესული... მილიმეტრის მეასედიც საკმარისი იყო, რომ დაეზიანებინა და გამოუსწორებელი შედეგი მოეტანა. სიმსივნე იზრდებოდა, რასაც კალიუმის გარსი ჰქონდა.
მყარად მქონდა გადაწყვეტილი, რომ ჩემი შვილებისთვის არ უნდა მეთქვა. 46 წლის ასაკში ერთი მძიმე ოპერაცია მაქვს გაკეთებული და მაშინ, მათ რეაქციას რომ ვუყურე... არც მინდოდა, რომ ისინი იმ განსაცდელის წინაშე ისევ დამეყენებინა, რაც მე მაშინ ვუყურე, ოპერაციის წინ ერთი ფეხს მიკოცნიდა... ჩემმა მამიდაშვილმა მაიძულა, რომ ბიჭებისთვის მეთქვა.
ძალიან ვაჟკაცი ბიჭები მყავს, რეზიკო 2008 წელს აგვისტოს ომში გამეპარა და იქიდან მგონი, ყველაზე ბოლოს დაბრუნდა. ბექა თავისი ბიზნესით მთელი სანათესაოს ბურჯია. ორივე თვალწინ გამიფუჭდა...
დაიწყო მერე იქ, რაც დაიწყო... აბა გერმანია, ისრაელი. რეკავდნენ ბექას პარტნიორები, თავიანთი კლინიკები ჰქონდათ. ბილეთები დაბრონილი გვაქვს, მივფრინავთო. ამ დროს რეკავს ჩემი მეგობარი, ირაკლი გოგავა. შემდეგ მოვიდა და გვითხრა, რომ 2019 წლიდან არის ახალი მეთოდი, კეთდება პატარა ჭრილი, ელექტროლიტით ხდება სიმსივნის ამოწვა. ეწერა, რომ ამას მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი აკეთებს, დავით ფიცხელაური. დავითი მსოფლიოში ნომერ პირველი ნეიროქირურგია, მოსკოვშია.,“ - ისაუბრა ხათუნა ხოფერიამ „დღის პოსტში“.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „მამა, მიყვარხარ და ძალიან მენატრები“ - ბარბარე ჯანაშიას ვიდეომ მაყურებელიც აატირა
„თავი აარიდეთ ბევრი ხალხის თავშეყრის ადგილებს“ - ვის აფრთხილებს ცაგარელი
„დაე, ნამდვილმა სიყვარულმა გაიმარჯვოს, ყოველთვის...“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე