„მამა, დედა მიყვარხართ“ - ვინ არიან ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლები

ზელენსკის მშობლები

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი მშობლებს ხშირად სახალხოდ უტყდება სიყვარულში. ის კრივოი როგში, მშობლების უბრალო ბინაში გადაღებულ ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებს. 

 „დედა! მამა! მიყვარხართ!“ - ასეთი წარწერით გამოაქვეყნა ერთ-ერთი ფოტო.  

ვლადიმირ ზელენსკის მშობლები კრივოი როგში ცხოვრობენ, თუმცა შვილმა არაერთხელ შესთავაზა მათ კიევში გადასვლა.

 

 

უკრაინის პრეზიდენტის მამა, ალექსანდრე ზელენსკი, 73 წლისაა. დედა - რიმა, 67 წლის.
მამა ცნობილი პროფესორია, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

1995 წლიდან კრივოი როგის ეკონომიკის ინსტიტუტის ინფორმატიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების გამგედ მუშაობს. არის მრავალი სამეცნიერო სტატიისა და პუბლიკაციის ავტორი.


„მან აღზარდა ბევრი მეცნიერი და ბიჭების მთელი თაობა. ისინი გახდნენ კანდიდატები და მეცნიერებათა დოქტორები“, - თქვა ვლადიმერმა მამაზე.

 

 

მან დასძინა, რომ მამამისის ბევრი სტუდენტი ახლა წარმატებით მუშაობს საზღვარგარეთ.
ზელენსკის ოჯახი ახლა კრივოი როგის ცენტრში ცხოვრობს, ოთხოთახიან ბინაში.

როგორც ჟურნალისტები ამბობენ, ბინაში ძვირად ღირებული რემონტი არ არის, მაგრამ სამაგიეროს „95-ე კვარტალის“ უამრავი პლაკატია.

 


ადრე ოჯახს ორი პატარა ბინა ჰქონდა - ერთი ცენტრში, მეორე - ქალაქის შორეულ უბანში.

შემდეგ ოჯახი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა მონღოლეთში, სადაც გაემგზავრნენ სამუშაოდ. კრივოი როგში დაბრუნებულმა ზელენსკებმა ბინები შეაერთეს.

ვლადიმერმა არაერთხელ შესთავაზა მშობლებს, კიევში გადასვლა, მაგრამ ვერ დაითანხმა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ალექსანდრე მუშაობს უნივერსიტეტში და არ სურს განყოფილების დატოვება.

„ვფიქრობ, როდესაც ალექსანდრე დაასრულებს მუშაობას, კიევში მაშინ გადავალთ - მინდა დავეხმარო  შვილიშვილების აღზრდაში“. - აღიარა რიმამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.

სახლი სადაც უკრაინის პრეზიდენტის მშობლები ცხოვრობენ, საბჭოთა დროინდელი ავეჯით არის სავსე.

უკრაინის პრეზიდენტის დედის საყვარელი ფერი წითელია, ამიტომაც მათი სახლის ინტერიერში ეს ფერი ჭარბობს.

ზელენსკი ებრაელი მშობლების ოჯახში დაიბადა. 

ალექსანდრ ზელენსკი ამბობს, რომ მათმა შვილმა არაერთხელ შესთავაზა კიევში გადასვლა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს.

„ყოველთვის გვთავაზობს კიევში გადასვლას, მერე მანქანის ყიდვა მოინდომა. ჩვენ არ გვჭირდება ეს ყველაფერი. მოკრძალებული ადამიანი ვარ“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის მამა ერთ-ერთ ადგილობრივ გამოცემასთან.