„მალე უკრაინაში მთლიანად გამოირთვება შუქი“ - რა პროგნოზს აკეთებს დემურ გიორხელიძე

დემურ გიორხელიძე

ექსპერტი დემურ გიორხელიძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და სოციალურ ქსელში მოვლენათა შემდგომი განვითარების შესახებ პროგნოზს აკეთებს.

„უკრაინის ტრაგედია შემზარავია!

ევროპის უდიდესი ქვეყანა, 30 წლის წინ უდიდესი პოტენციალის მქონე, დღეს ევროპის უძლიერესი ქვეყანა უნდა იყოს და... კრახის წინაშეა.

ეს ხდება მაშინ, როცა სახელმწიფოს სხვისმსახურები მართავენ...

მოდით, კიდევ ერთ ხედვას შემოგთავაზებთ:

დააკვირდით მოვლენებს, - მალე ასეც მოხდება!

უკრაინაში ხელისუფლების ცვლის შემდეგ - რუსები არ გაჩერდებიან უკრაინაში! ცხადია,
რაც აღიარებულია, არაფერი ეშველება, თუ შემდეგ არ მოხდა დიდი შეთანხმება. ომი დიდხანს ვერ გასტანს...
მალე (როგორც ამბობენ 2-3 დღეში) უკრაინაში მთლიანად გამოირთვება შუქი.

როგორც კი უკრაინის შეიარაღებული ძალები განეიტრალდება, რუსები გავლენ.

ტრაგედია ისაა, რომ ომი საერთოდ დაანგრევს უკრაინას!

არადა, 46 მლნ ქვეყანა სრული კრახის წინაშეა!

ქართველებს უხარიათ რომ ვიღაც ომობს...

ომი ყოველთვის ტრაგედიაა და რაც მალე შეწყდება,

მით უკეთესი... უკრაინა მსხვერპლია საკუთარი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ელიტისა!“, - წერს გიორხელიძე.

სხვა სიახლეები