ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს - დეტალები
1778045894
გოსტომელის აეროპორტზე რუსულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს. ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნაშუადღევს ტერიტორიაზე რუსული ჯარი დაეშვა, რის შემდეგაც ბრძოლა დაიწყო და რუსულმა ჯარებმა კონტროლის მოპოვება შეძლეს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოსტომელის აეროდრომზე რუსეთის ფედერაციის 20 KA-52 და Mi-8 ვერტმფრენი დაეშვა. მანამდე პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ გოსტომელში მტრის დესანტს ბლოკავდნენ. ჯარს მისი განადგურება დაევალა.