მახსოვს, როგორ დავყვებოდი უკან მშვენიერ ჰოლანდიელ სტუდენტს, რომელიც მომავალში ჩემი მეუღლე გახდა - მიხეილ სააკაშვილი სანდრაზე

სააკაშვილი და სანდრა

„მე მახსოვს, როგორ ვანაწილებდი ჩემს დროს უძილო ღამეებს შორის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ბიბლიოთეკაში და დღის განმავლობაში როგორ დავყვებოდი უკან მშვენიერ ჰოლანდიელ სტუდენტს, რომელიც მომავალში ჩემი მეუღლე გახდა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას 2013 წელს.

პრეზიდენტმა საკუთარი სტუდენტობის წლები და პოლიტიკაში პირველი ნაბიჯები გაიხსენა და საკუთარი მეუღლეც, სანდრა რულოვსი თბილად მოიხსენია.

„მოგვიანებით აქ დავბრუნდი და ყველაფერი შეიცვალა, ჩემი მეუღლის გარდა“ - ამბობდა მაშინ მიხეილ სააკაშვილი.

 

ასევე ნახეთ - სანდრა რულოვსი სააკაშვილის მეორედ დაქორწინებაზე