ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს - დეტალები
1772568015
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ნოე სულაბერიძეს გადაცემაში „ნოესთან“ სტუმრობისას პირად ცხოვრებასა და ოჯახზე საუბრობს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მის აღზრდაში განსაკუთრებული როლი დედის დედამ - ბებიამ ითამაშა.
ბოჭორიშვილის თქმით, მისი მშობლები ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები იყვნენ, თუმცა სწორედ ამ განსხვავებულობამ შექმნა განსაკუთრებული ოჯახური გარემო.
„ჩემი მშობლები ორივე განსხვავებული ადამიანები იყვნენ, თუმცა საოცარი ერთობლიობა შექმნეს და მაჩუქეს პატარა ოჯახი. მამა გამორჩეული პიროვნება იყო და მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. დედამაც იცის ეს და არ ეწყინება,“- აღნიშნა მან.
მისი თქმით, მამა ოჯახში ერთგვარ ღერძს წარმოადგენდა, რომლის გარშემოც ყველაფერი ტრიალებდა.
„მამა დიდი ხანია აღარ არის და ეს ძალიან მაკლია. ამის შევსება ვერ შევძელით,“- თქვა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა განსაკუთრებული მადლიერებით გაიხსენა ბებიაც, რომელმაც მისი აღზრდაში დიდი წვლილი შეიტანა.
„ბებია აუცილებლად უნდა ვახსენო, რადგან მან გამზარდა. ორივე მხარე იყო ჩართული ჩემს აღზრდაში, თუმცა დედის დედამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რაც დღეს ვარ,“- აღნიშნა მან.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, დედა მისთვის სიკეთისა და გულწრფელობის სიმბოლოა.
„დედა არის სიკეთის განსახიერება. ალალი და კეთილი ადამიანია, რომელსაც ცუდს ვერავისზე ვერ ათქმევინებ,“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.