„მაგნიტურ გამოსხივებას ერიდეთ, ეს ძალიან ბევრ ადამიანზე იმოქმედებს...“ გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

გოგა მანია

ეზოთერიკოსი, გოგა მანია, ახალ წინასწარმეტყველებაზე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს:

მისი თქმით, საქართველოში შიდა არეულობა მოხდება. 

„შიდა არეულობა მოხდება საქართველოში წლის ბოლომდე და შემდეგ, უკვე ყველაფერი ლაგდება. იქნება ორი ვერტმფრენის ჩამოვარდნა.

მაგნიტურ გამოსხივებას ერიდეთ, ეს ძალიან ბევრ ადამიანზე იმოქმედებს, განსაკუთრებით წელს. საქართველოში, ამ დოზით გარდაცვლილი,  არასდროს არ ყოფილა. წელს პიკს მიაღწევს და ერიდეთ, არ იყოთ მზეზე დიდხანს.

გოგა,თქვენ რამდენი კვირის წინ, ივარაუდეთ ზუსტად ის, რაც გუშინ კახეთში მოხდა.

„წლის ბოლომდე, ორი სამი მსგავსი შემთხვევა მოხდება. დაემატება მიწისძვრები და წყალმოვარდნები, მიუხედავად ძლიერი სიცხისა. ამას ემატება ცეცხლის სხვადასხვა კერები, ბენზინგასამართ სადგურთან აფეთქება. ის ტორნადო რაც მოხდა გუშინ კახეთში, ეს აუცილებლად გამეორდება“.