მაღაზიაში რომ შევიდოდით, მეზობელს ბევრი შვილი ჰყავს და იმათაც ხომ უნდა ვუყიდოო, ამბობდა... - გელა დაიაური თეონა ქუმსიაშვილს იხსენებს

gela

„თეონა თავის დიდ შემოქმედებაზე მილიონჯერ დიდი ადამიანი იყო“  - გელა დაიაური თეონა ქუმსიაშვილს იხსენებს

პოეტი და მუსიკოსი გელა დაიაური თაია გამთენაძის პოდკასტ „შენი ამბავის“ სტუმარი იყო. გადაცემაში მან გარდაცვლილ მეუღლეზე, მომღერალ თეონა ქუმსიაშვილზე, მათი თანაცხოვრების პერიოდსა და იმ ტრაგიკულ შემთხვევაზე ისაუბრა, რომელსაც 16 წლის წინ მისი ოჯახის წევრები და სხვა ადამიანები ემსხვერპლნენ.

დაიაური აღნიშნავს, რომ ხალხი თეონას უმეტესად მისი მუსიკალური შემოქმედებით აფასებს, მაშინ როცა მის ადამიანურ ბუნებასა და ხასიათზე ფართო აუდიტორიას ნაკლები ინფორმაცია აქვს:

„არსებობს წარმოდგენა თეონა ქუმსიაშვილზე, როგორც დიდ მომღერალზე, მაგრამ ძალიან ცოტა იცნობს მას, როგორც დედას, როგორც ქალს. ხშირად ვიმეორებ, თეონა თავის დიდ შემოქმედებაზე მილიონჯერ დიდი ადამიანი იყო. ასეთი ადამიანი მე არ შემხვედრია ცხოვრებაში. როგორ შეეძლო სიკეთის კეთება... მაღაზიაში რომ შევიდოდით, მეზობელს ბევრი შვილი ჰყავს და იმათაც ხომ უნდა ვუყიდოო, ამბობდა“, — იხსენებს გელა დაიაური.

✕