ვრცელდება პატრიარქ შიო მესამის მიმართვა
1778842213
სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს 142-ე პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის შიო მესამის ინტრონიზაციის საზეიმო ცერემონია დაიწყო. უკვე ადგილზე არიან მღვდელმთავრები, ტაძარსა და მის ეზოში იმყოფება მრევლი.
ჩატარდება საღმრთო ლიტურგია. შიო მესამეს შემოსავენ საკათალიკოსო ბისონით. მას ინტრონიზაციისას გადაეცემა პატრიარქი მთავარი სიმბოლოები - კვერთხი, მიტრა და პანაღია.
სვეტიცხოვლის ტაძარში მივიდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.