„ლიცენზია სხვა ქვეყანას გადავეცით, „უნიკუმს“ ხელი რომ არ შეშლოდა...“ - რატომ უპირისპირდება ზაზა ბურდულაძე ელენე გედევანიშვილს

ელენე გედე

სპორტის ჟურნალისტი ზაზა ბურდულაძე სოციალურ ქსელში ყოფილი ქართველი მოციგურავის ელენე გედევანიშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც იგი ამბობს, რომ საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციამ იგი მოიშორა. 

„ვინ არის ლეგენდარული??? ღირსების ორდენს რომ მისცემ 15 წლის ასაკში (ასეთ ასაკში საქართველოს ისტორიაში არცერთ სპორტსმენს არ მიუღია ჩელენჯერი „კარლ შეფერის“ მემორიალზე გამარჯვებისთვის ) 19 წლის ასაკში ისევ თინეიჯერი რომ გახდები (2009 წელს ) იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას რომ მიიღებ 4 წლის შემდეგ 15 -16 გოგონებში სამარცხვინოდ რომ გამოხვალ (ათეულში ვერ მოხვდები ) ვინ გააგდო საქართველოდან? საქართველოდან გააგდეს ჩემთვის უკვე ლეგენდა. ნაცემი. დასისხლიანებული ზურაბ დათუნაშვილი. რომელიც 2022 წელს. სერბეთის წლის საუკეთესო საუკეთესო სპორტსმენი გახდა. მსოფლიოს ლეგენდას ჩოგბურთელ ნოვაკ ჯოკოვიჩს აჯობა.

საქართველო ზედ გადაჰყვა ელენე გედევანიშვილს. მილიონობით თანხა გამოვყავით მის დასაფინანსებლად... მსოფლიოს საუკეთესო აკადემიებში. ..საუკეთესო მწვრთნელებთან წავიყვანეთ. საშა კოენის მწვრთნელთან რობინ ვაგნერთან ამერიკაში. კანადაში ბრაიან ორსერთან რაც კი ფინანსური გააჩნდა საქართველოს ფედერაციას „ერთადერთს და განუმეორებელს“ მოვახმარეთ. ვანკუვერის ოლიმპიადის მეორე ლიცენზიაზე უარი ვთქვით სხვა ქვეყანას გადავეცით "უნიკუმს"ხელი რომ არ შეშლოდა. 2010 წელს ტალინში ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოდან... საპარლამენტო, სამთავრობო დელეგაცია ორი თვითმფრინავით ჩავიდა პრეზიდენტის მეთაურობით რომ დასწრებოდა ელენეს "ტრიუმფს"და "ბენეფისს"(კიდევ კარგი ბრინჯაო მაინც მოვიპოვეთ და არ შევრცხვით ) მხოლოდ ერთ სპორტსმენში, ფედერაციის მიერ ამხელა თანხების ჩადება (თითქმის მთლიანად რაც კი ფინანსური რესურსი გააჩნდათ ) იყო ძალიან დიდი შეცდომა. სწორედ ამ "ერთადერთის"გამო ვერ გამოიძებნა სხვა დამატებითი თანხა. ვერ ავაშენეთ ახალი ყინულის მოედანი. ვერ დავაფინანსეთ,სათანადოდ სხვა პერსპექტიული სპორტსმენები. (ვერც გადმოვიყვანეთ, ლიცენზია რომ არ დაგვეკარგა ) ვინ დაგიშალათ „ერთწლიანი დასვენება“ ? ფლორიდაში დასვენების პარალელურად რატომ უნდა ეხადა საქართველოს ბიუჯეტს კანადაში ყინულის მოედნის იჯარა. კლუბის გადასახადი? მწვრთნელების და ქარეოგრაფის ხელფასები? კარიერა „ძალით დამამთავრებინესო“ როცა კვალიფიკაციებს ვერ ლახავ ძირითად პროგრამაში რომ იასპარეზო,სანატრელი რომ გვაქვს ოცეულში მოხვედრა“, - წერს ზაზა ბურდულაძე.