სიახლე პენსიონერებისთვის, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
1731785166
პიანისტ ლექსო თორაძეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ოთხშაბათს, 18 მაისს, გამთენიისას ჩამოასვენებენ. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ოჯახის ახლობლებმა დაუდასტურეს.
ქართველ პიანისტს თბილისის კონსერვატორიაში გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
ლექსო თორაძეს 19 მაისს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.
პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში 11 მაისს გარდაიცვალა. მუსიკოსი 1983 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სადაც საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ლექსო თორაძე თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად არის აღიარებული.