პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ავსტრალიელი მუსიკოსის, ნიკ ქეივის უფროსი შვილი, რომელიც საზოგადოებამ სამოდელო კარიერით გაიცნო, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად მომღერალმა გაავრცელა.
"დიდი მწუხარებით გიდასტურებთ, რომ ჩემი შვილი, ჯეთროუ, გარდაიცვალა. მადლიერი ვიქნები, თუკი ასეთ დროს ოჯახს არ შეაწუხებთ" - განაცხადა მუსიკოსმა.
ჯეთროუ ლეზენბი ნიკ ქეივსა და ბო ლეზენბის 1991 წელს შეეძინათ, 10 დღის შემდეგ კი ცნობილ მუსიკოსს პირველი ცოლისგან მეორე შვილი, ლუკიც, ეყოლა.
ჯეთროუ ავსტრალიაში გაიზარდა და მოგვიანებით იხსენებდა, რომ მამამისს 7-8 წლის ასაკამდე არ შეხვედრია. ნიკ ქეივის თქმით, ძალიან ნანობდა, რომ თავის შვილთან ადრეული წლები არ გაატარა, თუმცა, შემდეგ მათ შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ.
გაერთიანებულ სამეფოში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ ჯეთროუ მოდელი გახდა და ისეთი ცნობილი ბრენდების სახედ იქცა, როგორებიც Balenciaga და Versace არიან. ამასთან, მან თავადაც დაიწყო მუსიკალური საქმიანობა.
წარმატებული კარიერის მიუხედავად, ჯეთროუს ძალადობაში ბრალი ორჯერ ედებოდა. პირველად 2018 წელს დაადანაშაულეს თავის მაშინდელ შეყვარებულზე თავდასხმაში, მოგვიანებით კი, რამდენიმე თვის წინ, მას დედამისის ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც ედებოდა ბრალი.
მოდელის ადვოკატმა განაცხადა, რომ ჯეთროუს შიზოფრენიის დიაგნოზი ჰქონდა. მან საპატიმრო სულ რამდენიმე დღის წინ დატოვა.
აღსანიშნავია, რომ ნიკ ქეივის ოთხი შვილიდან ერთ-ერთი წინათაც დაიღუპა — რამდენიმე წლის უკან 15 წლის ართურ ქეივი ბრაიტონის მახლობლად კლდიდან გადმოვარდა.