„იწვევს 8-წლიან (ან სამუდამო) დაზიანებას ნაწლავებში" - ბიძინა კულუმბეგოვი ინფორმაციას ავრცელებს
1784586863
ადიდებული მდინარეები, დატბორილი გზები, გააქტიურებული მეწყრული პროცესები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული სტიქიის შემდეგ ლენტეხში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ყველაზე მძიმე ვითარება სოფელ საყდართან შეიქმნა, სადაც მოვარდნილმა მეწყერმა ხიდი დააზიანა და რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა. ამ დროისთვის სოფლებამდე მისასვლელი გზები აღდგენილია. შეზღუდვები ცენტრალურ მიმართულებაზე ვრცელდება.
მეწყრული პროცესების გამო მდინარემ სავალ გზაზე ქვა-ღორღი და დიდი ზომის ხის მორები გადმოიტანა. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. რთულ მონაკვეთებზე გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შექმნილია ზარალის დამდგენი კომისია. მუნიციპალიტეტში უახლოეს პერიოდში გეოლოგებს ელოდებიან.
სტიქიის ზონაში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. უწყებაში მძღოლებს დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.
ამ დროისთვის ლენტეხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები გრძელდება. დარჩენილი შეზღუდვების მოხსნა კი წყლის დონის შემცირებასა და მეწყრული პროცესების შეჩერებაზეა დამოკიდებული.