ლელა წურწუმიამ გიორგი მამარდაშვილის თბილი სიტყვებით მიმართა

წურწუ

 ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველი ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი შვილს ელოდება.

სქესის გამოვლენის წვეულებაზე გაირკვა, რომ მამარდა და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი გოგოს ელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ წვეულება მხიარულ გარემოში მიმდინარეობს. როგორც ირკვევა მათთან ერთად იმყოფება მომღერალი ლელა წურწუმია, რომელმაც ცნობილი ჰიტი შეასრულა, შემდეგ კი ფეხბურთელს თბილი სიტყვით მიმართა.

„ფეხბურთისთვის მიყურებია, მაგრამ ასე გულით და ასეთი გრძნობით არასოდეს. თქვენ გააერთიანეთ მთელი ქვეყანა. მჯერა, რომ ბევრი წარმატება გელოდებათ და თქვენ საქმეს ძალიან კარგად გააკეთებთ. ყველაზე მთავარი – გილოცავთ, რომ ქალიშვილის მშობლები ხდებით“, – აღნიშნა ლელამ.