„7 წლის ილია, შიმშილისგან ცუდად გახდა, ბავშვების დედას აქვს ანორექსია“ - ოჯახს დახმარება სჭირდება

ბავშვი

სოციალურად დაუცველ ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება. 

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე ავრცელებს.

#GE59TB7796245061600010 დანიშნულებაში დაწერეთ - ილიასთვის

გამარჯობა მეგობრებო! ეს არის 7 წლის ილია, რომელიც შიმშილისგან ცუდად გახდა და ბორჯომის საავადმყოფოში წევს. ილიას ჰყავს 3 წლის ძმა რატი, რომელიც ასევე შიმშილობს უსახსრობის გამო. ბავშვების დედას აქვს ანორექსია… სამნი ცხოვრობენ ნახევრად დანგრეულ სახლში.

სოც. მუშაკი იყო ამ გოგოსთან მისული და თუ საცხოვრებელ პირობებს არ გააუმჯობესებ, ბავშვებს მინდობით აღზრდაში წავიყვანთო.

ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ რომ შევუგროვო ბავშვებს ზამთრის ტანსაცმელი და საჭირო ნივთები - საერთოდ არაფერი აქვთ და ყველაფერი ენატრებათ. 3 და 7 წლის ბიჭებისთვის ვისაც რა გაქვთ გადადეთ და მე პირადად ჩავუტან. თუ გავერთიანდებით, უფრო მეტსაც შევძლებთ, იმისთვის რომ პირობები გამოვუსწოროთ ამ ოჯახს და ბავშვები დედას არ წაართვან.

საჭიროებები - ბავშვების ტანსაცმელი და საჭმელი, არის ყველაზე პრიორიტეტული. საკვებსაც თუ შეიძლენთ, ისეთს რომელიც მალე არ ფუჭდება. საერთოდ არაფერი აქვთ. მე ავაგროვებ და ჩავუტან.ორშაბათს დილიდან წავალ ბორჯომში!“, - წერს ლიკა ევგენიძე