ფული

საზოგადოება • 1792699622

500 და 600 ლარი ოჯახებს - ცნობილია ვინ მიიღებს ერთჯერად დახმარებას

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით იზრდება: პირველ ახალშობილზე - 500 ლარი, მეორეზე - 600 ლარი, მესამეზე - 700 ლარი, მეოთხეზე - 800 ლარი. მეოთხე ბავშვის შემდეგ ყოველი ახალშობილისთვის თანხას დამატებით 300 ლარი ემატება.რაც შეეხება ამბროლაურს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ახალშობილის ოჯახს ერთი ბავშვის შეძენის შემთხვევაში ერთჯერადად 500 ლარი ეძლევა, ტყუპების შეძენისას კი - 2 000 ლარი.ცალკე პროგრამა მოქმედებს ახალდაქორწინებული პირებისთვისაც - დახმარება 1 000 ლარს შეადგენს. პროგრამით სარგებლობისთვის კონკრეტული სოციალური და სარეგისტრაციო პირობებია დადგენილი.კერძოდ, ერთჯერადი ფულადი დახმარება 1000 ( ათასი) ლარის ოდენობით, გაიცემა ახალდაქორწინებულ პირზე, რომელიც ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 001-ს.

იპოთეკური სესხი

საზოგადოება • 1792698182

„ატყუებენ, რომ სესხი დამტკიცებულია...“ - გაფრთხილება მოქალაქეებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს.„ბოლო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს მობილური აპლიკაცია WhatsApp-ის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებიან და თავს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ. ასევე, დაფიქსირდა საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ლოგოს უკანონოდ გამოყენების შემთხვევები.ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები მოქალაქეებს სხვადასხვა საფინანსო პროდუქტით, მათ შორის, სესხით სარგებლობასა და სხვა ფინანსურ ოპერაციებში დახმარებას სთავაზობენ. კერძოდ, მოქალაქეს ერთ-ერთი კომერციული ბანკის სახელით დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მის სახელზე დამტკიცებული სესხით სარგებლობის მიზნით საჭირო იყო ხელშეკრულების გაფორმება. მომხმარებლის მხრიდან სასესხო განაცხადის არსებობის უარყოფის შემდეგ, მეტი დამაჯერებლობისთვის მას უკვე საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით დაუკავშირდნენ, დაარწმუნეს სესხით სარგებლობის საჭიროებაში, რის შედეგადაც მათი ზეგავლენით მომხმარებელმა გაიარა ავტორიზაცია შესაბამის დისტანციურ არხში, ინტერნეტ ბანკში გაიაქტიურა სესხი, ხოლო თანხის ნაწილი გადარიცხა მესამე პირის ანგარიშზე. თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, მომხმარებელი სავარაუდო თაღლითობის მსხვერპლი გახდა.მსგავსი შემთხვევები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ე.წ. სოციალური ინჟინერიის გამოყენებით თაღლითები ცდილობენ თავად მოიპოვონ მომხმარებლის საბანკო ანგარიშებზე წვდომა ან უშუალოდ მომხმარებელს შეასრულებინონ გარკვეული ოპერაციები, რაც მათ ფინანსურ ზიანს იწვევს.ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკი, კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, არ გასცემს სესხებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე და არ ხსნის ანაბრებს, ასევე, რაიმე ფორმით არ უწევს დახმარებას მომხმარებლებს კომერციულ ბანკში სხვადასხვა საფინანსო პროდუქტით სარგებლობის პროცესში. აღნიშნული სცდება ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მინიჭებული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებს.ამდენად, საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე. არ გასცენ საკუთარი პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია, მათ შორის, ბანკის დისტანციურ არხებში ავტორიზაციისთვის  საჭირო მომხმარებლის სახელი და პაროლი, ასევე, აღნიშნული ინფორმაცია არ შეიყვანონ უცნობი პირებისგან მოწოდებულ საეჭვო ბმულებზე და არ სცადონ საბანკო/საბარათე ოპერაციების განხორციელება. ამ და სხვა შემოთავაზების  შემთხვევაში აუცილებელია გადაამოწმონ მიღებულ ინფორმაცია მომსახურე ფინანსურ ორგანიზაციასთან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ საფინანსო პროდუქტით სარგებლობისა თუ ოპერაციების შესრულების გადაწყვეტილება.  შესაძლო თაღლითობის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში კი მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, პერიოდულად ავრცელებს გამაფრთხილებელ თუ საგანმანათლებლო ინფორმაციას ფინანსური თაღლითობის ხშირად გამოყენებულ სქემებთან დაკავშირებით. შესაბამისი შინაარსის მასალები განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პენიტენციური

სამართალი • 1792674603

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება.„აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან ბრალდებული გიორგი ფეიქრიშვილი ამჟამად №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება არა დეესკალაციის ოთახში, არამედ საკანში.აქვე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, 20:25 საათზე, ბრალდებული სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით დეესკალაციის ოთახიდან გადაყვანილ იქნა №18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია – დაუმუშავდა თვითდაზიანების მიყენების შედეგად არსებული ჭრილობა ხელზე (გაჭრილი ჰქონდა კანი და კუნთოვანი ქსოვილი). ამის შემდეგ ბრალდებული დაბრუნდა №8 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში (მისივე უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე), სადაც იმყოფებოდა დღემდე, 22 ოქტომბრამდე. დღეს კი, 15:30 საათზე გიორგი ფეიქრიშვილი გადაყვანილ იქნა №8 პენიტენციური დაწესებულების საკანში.იგი იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად, ადვოკატის მიერ ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბანკი

საზოგადოება • 1792665622

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს.„ბოლო პერიოდში კვლავ დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს მობილური აპლიკაცია WhatsApp-ის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებიან და თავს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ. ასევე, დაფიქსირდა საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ლოგოს უკანონოდ გამოყენების შემთხვევები.ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშული პირები მოქალაქეებს სხვადასხვა საფინანსო პროდუქტით, მათ შორის, სესხით სარგებლობასა და სხვა ფინანსურ ოპერაციებში დახმარებას სთავაზობენ. კერძოდ, მოქალაქეს ერთ-ერთი კომერციული ბანკის სახელით დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მის სახელზე დამტკიცებული სესხით სარგებლობის მიზნით საჭირო იყო ხელშეკრულების გაფორმება. მომხმარებლის მხრიდან სასესხო განაცხადის არსებობის უარყოფის შემდეგ, მეტი დამაჯერებლობისთვის მას უკვე საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით დაუკავშირდნენ, დაარწმუნეს სესხით სარგებლობის საჭიროებაში, რის შედეგადაც მათი ზეგავლენით მომხმარებელმა გაიარა ავტორიზაცია შესაბამის დისტანციურ არხში, ინტერნეტ ბანკში გაიაქტიურა სესხი, ხოლო თანხის ნაწილი გადარიცხა მესამე პირის ანგარიშზე. თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, მომხმარებელი სავარაუდო თაღლითობის მსხვერპლი გახდა.მსგავსი შემთხვევები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ე.წ. სოციალური ინჟინერიის გამოყენებით თაღლითები ცდილობენ თავად მოიპოვონ მომხმარებლის საბანკო ანგარიშებზე წვდომა ან უშუალოდ მომხმარებელს შეასრულებინონ გარკვეული ოპერაციები, რაც მათ ფინანსურ ზიანს იწვევს.ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკი, კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, არ გასცემს სესხებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე და არ ხსნის ანაბრებს, ასევე, რაიმე ფორმით არ უწევს დახმარებას მომხმარებლებს კომერციულ ბანკში სხვადასხვა საფინანსო პროდუქტით სარგებლობის პროცესში. აღნიშნული სცდება ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მინიჭებული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებს.ამდენად, საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე. არ გასცენ საკუთარი პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია, მათ შორის, ბანკის დისტანციურ არხებში ავტორიზაციისთვის  საჭირო მომხმარებლის სახელი და პაროლი, ასევე, აღნიშნული ინფორმაცია არ შეიყვანონ უცნობი პირებისგან მოწოდებულ საეჭვო ბმულებზე და არ სცადონ საბანკო/საბარათე ოპერაციების განხორციელება. ამ და სხვა შემოთავაზების  შემთხვევაში აუცილებელია გადაამოწმონ მიღებულ ინფორმაცია მომსახურე ფინანსურ ორგანიზაციასთან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ საფინანსო პროდუქტით სარგებლობისა თუ ოპერაციების შესრულების გადაწყვეტილება.  შესაძლო თაღლითობის შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში კი მიმართონ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, პერიოდულად ავრცელებს გამაფრთხილებელ თუ საგანმანათლებლო ინფორმაციას ფინანსური თაღლითობის ხშირად გამოყენებულ სქემებთან დაკავშირებით. შესაბამისი შინაარსის მასალები განთავსებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდებზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვირუსი

საზოგადოება • 1792619381

კოქსაკის ვირუსი - როგორ ვრცელდება, რა სიმპტომები ახასიათებს და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა

ბოლო დღეებში ფეისბუკის სხვადასხვა ჯგუფში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ბავშვებში კოქსაკის ვირუსის გამოვლენის შესახებ, რასაც მშობლების შეშფოთება მოჰყვა. რა არის კოქსაკის ვირუსი, როგორ ვრცელდება, რა სიმპტომებით ხასიათდება და როდის საჭიროებს ბავშვის მდგომარეობა განსაკუთრებულ ყურადღებას? საკითხში გასარკვევად გთავაზობთ ინფორმაციას ვირუსის, მისი გავრცელების გზებისა და პრევენციის შესახებ, საერთაშორისო სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით.კოქსაკის ვირუსი განსაკუთრებით ბავშვებში გავრცელებული ინფექციების ერთ-ერთი გამომწვევია. ის ხშირად იწვევს ხელ-ფეხ-პირის დაავადებას, რომელსაც ახასიათებს სიცხე, პირის ღრუს მტკივნეული წყლულები და კანზე გამონაყარი. ინფექცია ადვილად ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე, განსაკუთრებით საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს და პაციენტი ერთიდან ორ კვირამდე პერიოდში გამოჯანმრთელდება, მნიშვნელოვანია სიმპტომების ამოცნობა და გართულებების პრევენცია.აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) განმარტებით, ხელ-ფეხ-პირის დაავადებას რამდენიმე ტიპის ენტეროვირუსი იწვევს, მათ შორის კოქსაკის A16 და A6 ვირუსები. დაავადება ყველაზე ხშირად ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება, თუმცა მისი განვითარება მოზარდებსა და ზრდასრულებშიც შესაძლებელია.რა არის კოქსაკის ვირუსი?კოქსაკის ვირუსი ენტეროვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება. ამ ჯგუფის სხვადასხვა ვირუსმა შესაძლოა განსხვავებული სიმპტომები გამოიწვიოს - მსუბუქი რესპირატორული ინფექციიდან დაწყებული, ხელ-ფეხ-პირის დაავადებით დამთავრებული.კოქსაკის ვირუსთან ხშირად ასოცირდება ხელ-ფეხ-პირის დაავადება, რომლის დროსაც გამონაყარი ხელისგულებზე, ტერფებზე და ზოგჯერ სხეულის სხვა ნაწილებზეც ჩნდება. პირის ღრუში წარმოქმნილი მტკივნეული წყლულები კი ბავშვს ჭამასა და სითხის მიღებაში უშლის ხელს.როგორ ვრცელდება კოქსაკის ვირუსი?ინფექცია საკმაოდ გადამდებია და მისი გავრცელება რამდენიმე გზით არის შესაძლებელი.ჰაერში გაფანტული წვეთებით: ინფიცირებული ადამიანის ხველის, ცემინების ან საუბრის დროს გამოყოფილი ნაწილაკებით.დაბინძურებული ხელებითა და ზედაპირებით: ვირუსი შესაძლოა მოხვდეს სათამაშოებზე, კარის სახელურებსა და სხვა ხშირად გამოყენებულ ნივთებზე. ინფიცირება შესაძლებელია, თუ ადამიანი დაბინძურებული ხელით თვალებს, ცხვირს ან პირს შეეხება.ნერწყვითა და ბუშტუკების სითხით: ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს ახლო კონტაქტისას ან საერთო ჭურჭლის გამოყენებით.ფეკალურ-ორალური გზით: ვირუსის გადაცემა შესაძლებელია ტუალეტის გამოყენების ან საფენის გამოცვლის შემდეგ, თუ ხელები სათანადოდ არ დაიბანა.CDC-ის ინფორმაციით, ინფიცირებული ადამიანი განსაკუთრებით გადამდებია დაავადების პირველ კვირაში, თუმცა ვირუსი განავალში სიმპტომების გაქრობის შემდეგაც შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში გამოიყოფოდეს. ამასთან, ინფექციის გადაცემა უსიმპტომო ადამიანებისგანაც შესაძლებელია.რა სიმპტომებით ვლინდება კოქსაკის ვირუსი?ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე, როგორც წესი, დაახლოებით 3–7 დღე გადის. დაავადება ხშირად თავდაპირველად სიცხითა და საერთო სისუსტით იწყება.ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:სხეულის ტემპერატურის მომატება;ყელის ტკივილი და მადის დაქვეითება;საერთო სისუსტე და გაღიზიანებადობა;პირის ღრუში მტკივნეული წყლულები ან ბუშტუკები;გამონაყარი ხელისგულებსა და ტერფებზე;ზოგჯერ გამონაყარი დუნდულებზე, ფეხებსა და ხელებზეც.გამონაყარი შესაძლოა წითელი ლაქების ან სითხით სავსე ბუშტუკების სახით გამოვლინდეს. ყველა პაციენტს ყველა სიმპტომი არ უვითარდება - ზოგიერთ შემთხვევაში ინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს ან საერთოდ უსიმპტომოა.პირის ღრუს წყლულები განსაკუთრებით საყურადღებოა მცირეწლოვან ბავშვებში, რადგან ტკივილის გამო მათ შესაძლოა სითხის მიღებაზე უარი თქვან.რამდენად საშიშია კოქსაკის ვირუსი?შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს და პაციენტი 7–10 დღეში გამოჯანმრთელდება. თუმცა, როგორც ნებისმიერი ინფექციის შემთხვევაში, გართულებების რისკი არსებობს.ერთ-ერთი მთავარი საფრთხე გაუწყლოებაა, რომელიც შეიძლება განვითარდეს მაშინ, როდესაც ბავშვს პირის ღრუს ტკივილის გამო საკმარისი სითხის მიღება უჭირს.იშვიათ შემთხვევებში ენტეროვირუსულმა ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს ვირუსული მენინგიტი ან ენცეფალიტი. ასეთი გართულებები იშვიათია, თუმცა საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო შეფასებას.ექიმთან დროული მიმართვა აუცილებელია, თუ:ბავშვს სითხის დალევა არ შეუძლია ან შარდვა საგრძნობლად შეუმცირდა;მაღალი ტემპერატურა სამ დღეზე მეტხანს გრძელდება;აღენიშნება ძლიერი თავის ტკივილი, კისრის გაშეშება ან უჩვეულო მოდუნება;მდგომარეობა უარესდება ან სიმპტომები ათ დღეში არ უმჯობესდება;ავად არის ექვს თვემდე ასაკის ჩვილი.ძლიერი მოდუნების, ცნობიერების ცვლილების, კრუნჩხვის ან სუნთქვის გაძნელების შემთხვევაში საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.როგორ მკურნალობენ კოქსაკის ვირუსს?კოქსაკის ვირუსით გამოწვეული ხელ-ფეხ-პირის დაავადების საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა, ჩვეულებრივ, არ გამოიყენება. მკურნალობა ძირითადად სიმპტომების შემსუბუქებასა და გაუწყლოების თავიდან აცილებას ემსახურება.რეკომენდებულია:სითხის ხშირი მიღება მცირე ულუფებით;გრილი სასმელები და რბილი საკვები, თუ ყლაპვა მტკივნეულია;დასვენება;სიცხისა და ტკივილის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება ასაკისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმის ან ფარმაცევტის რჩევით.ბავშვებისთვის ასპირინის მიცემა დაუშვებელია. ანტიბიოტიკები ვირუსზე არ მოქმედებს და მათი გამოყენება მხოლოდ ექიმის მიერ დადგენილი სხვა ბაქტერიული ინფექციის შემთხვევაში შეიძლება იყოს საჭირო.როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან?პრევენციის მთავარი საშუალება ჰიგიენაა. ხელები ხშირად უნდა დაიბანოთ საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, განსაკუთრებით ტუალეტის გამოყენების, საფენის გამოცვლისა და ბავშვის მოვლის შემდეგ.ასევე მნიშვნელოვანია ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და სათამაშოების გაწმენდა, პირადი ჭურჭლის გაზიარებისგან თავის შეკავება და ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შეზღუდვა.ბავშვის საბავშვო ბაღში ან სკოლაში დაბრუნების საკითხი უნდა შეფასდეს მისი მდგომარეობისა და ადგილობრივი რეკომენდაციების მიხედვით. CDC-ის მითითებით, ხელ-ფეხ-პირის დაავადების მქონე ბავშვი შეიძლება დაუბრუნდეს დაწესებულებას, თუ სიცხე აღარ აქვს, თავს საკმარისად კარგად გრძნობს და პირის ღრუს წყლულების გამო უკონტროლო ნერწყვდენა არ აღენიშნება. კონკრეტული ეპიდემიური სიტუაციის დროს შესაძლოა დამატებითი შეზღუდვები მოქმედებდეს.

სს

სპორტი • 1792581342

ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს

ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში დაშავდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კატალონიელებთან მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება იძულებით მოუწია.ქართველმა თავდამსხმელმა თავიდანვე სამედიცინო დახმარება მოითხოვა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.როგორც გაირკვა მას „ბარსელონასთან“ მატჩში ჯვარედინი იოგი გაუწყდა და რამდენიმე დღეში ოპერაციას გაუკეთებენ.„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ვარსკვლავმა გულშემატკივრებისთვის მიმართვა გაავრცელა, გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და თავისი ემოციები გაუზიარა.„ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო, მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ. დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს - რატომ მაინც და მაინც მე?არასდროს არაფერი დამიკლია ალბათ ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ. ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა და მაინც ვხვდები, რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე სხვა მოედანზე მყოფი ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო.ვიცი რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდშია, არ გიღალატებთ პირობას ვდებ წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის მალე შევხვდებით“,- წერს კვარაცხელია.

დიმიტრი სამხარაძე

პოლიტიკა • 1792574784

დიმიტრი სამხარაძე: შეგიძლიათ, ერთი ყოფილი ან მოქმედი ნაცი მანახოთ, რომელიც კოლექტიური ნაცების პარტიების წევრია და ბოდიში მოეხადა, პირველ რიგში გარდაცვლილების ოჯახის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის? არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას?- არა

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე საზოგადოებისთვის „სააკაშვილისა და მისი სისხლიანი რეჟიმის დროს ლიკვიდირებული საქართველოს მოქალაქეების“ არასრულ სიას აქვეყნებს და წერს, რომ „სპეცოპერაციის დროს შესაძლებელია ბოროტმოქმედი გარდაიცვალოს, მაგრამ ამათგან არცერთი არ იყო ბოროტმოქმედი, რეჟიმმა მათი ლიკვიდაცია გადაწყვიტა“.ის კითხვას სვამს, „არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას?“„თხოვნა მაქვს, ეს პოსტი ყველამ ბოლომდე და ყურადღებით წაიკითხოთ. აქ ნახავთ ისეთ დეტალებსა და ისტორიებს, რომელთა შესახებაც შესაძლოა დღემდე არ გქონდეთ ინფორმაცია. სპეცოპერაციის დროს შესაძლებელია ბოროტმოქმედი გარდაიცვალოს, მაგრამ ამათგან არცერთი არ იყო ბოროტმოქმედი, რეჟიმმა მათი ლიკვიდაცია გადაწყვიტა. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას სააკაშვილისა და მისი სისხლიანი რეჟიმის დროს ლიკვიდირებული საქართველოს მოქალაქეების არასრული სია!P.S. თუ ვინმე გამომრჩა, გთხოვთ, კომენტარებში მოიწეროთ! დღეს დაიწყო ამ ბიჭების სამართლიანობის აღდგენის პროცესი!ყველამ ხომ კარგად ვიცით, რა საზიზღრობებსაც სჩადიოდნენ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, როგორ გვართმევდნენ სამშობლოს, მაშინაც და ახლაც როგორ ასრულებდნენ უცხოელი მეპატრონეების დავალებებს! ვინმეს შეგიძლიათ, ერთი ყოფილი ან მოქმედი ნაცი მანახოთ, რომელიც კოლექტიური ნაცების პარტიების წევრია და ბოდიში მოეხადა, პირველ რიგში გარდაცვლილების ოჯახის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის? არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას? არა!!ბოროტებას ემსახურებით! სირცხვილი ხართ ჩვენი საზოგადოებისთვის! სანდრო გირგვლიანი (მოკლული იქნა 2006 წლის იანვარში, თბილისის გარეუბანში, ოქროყანის სასაფლაოზე);ბუტა რობაქიძე (2004 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, დიდუბის ეკლესიასთან, საპატრულო პოლიციის მიერ მოკლული);აფრასიძეები (სროლის შედეგად ადგილზე მოკლეს ოჯახის უფროსი, ევგენი აფრასიძე და მისი შვილი, ომეხ აფრასიძე);ზურაბ ვაზაგაშვილი (2006 წლის 2 მაისს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, თბილისის კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის მიერ მოკლული); გიორგი გამცემლიძე (2008 წელს პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავისა და კისრის არეში ესროლა. იგი ადგილზე გარდაიცვალა);ოთარ გველუკაშვილი (მოკლული იქნა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, სპეცოპერაციის დროს);ანტონ კეკულავა (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);დიკო ბარქაია (მოკლეს ზუგდიდის რაიონში, სპეცოპერაციის განხორციელებისას);ზაზა ფანცქელაძე (მოკლეს ზუგდიდის რაიონში, დაკავებისას);ხვიჩა კვირიკაშვილი (მოკლული იქნა თბილისში, პოლიციელების მიერ დაკავების დროს განხორციელებული ცემის შემდეგ);ალექსანდრე გომაშვილი (მოკლეს კახეთში, დაკავებისას);მურთაზ ქარდავა და თემურ ხუბუნია (ორივე ერთად ჩაცხრილა და მოკლა უშიშროების თანამშრომელმა);სულხან ლომიძე (მოკლეს ხელვაჩაურის რაიონში, სპეცოპერაციის დროს);აკაკი კორკოტაშვილი (მოკლეს გურჯაანის რაიონში, დაკავებისას);ავთანდილ გუმაშვილი და ვახტანგ გუმაშვილი (ორივე მოკლეს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში, სპეცოპერაციის დროს);ვახტანგ მარგოშვილი (მოკლეს ქვემო ქართლში, სოფელ ვახტანგისში); ვარლამ ნემსიწვერიძე (მოკლეს თბილისში, მძევლის გათავისუფლებისას);ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა და თემურ ცეკვავა (სამივე ერთად მოკლეს აბაშის რაიონის სოფელ მარანში, დაკავებისას);თამაზ კურკუმული (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);ხვიჩა მელაძე (მოკლეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში); გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი მანჯავიძე (ორივე ერთად მოკლეს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, დაკავებისას);ლევან გულუა (მოკლეს თბილისში, გამსახურდიას გამზირზე, დაკავებისას);რეზო სარჯველაძე (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);ვლადიმერ ხოშტარია (მოკლეს თბილისში, დაკავებისას);გიორგი თელია (მოკლეს თბილისში, საკუთარ სახლში, სპეცოპერაციის დროს);ჯემალ ჩაფიძე (მოკლეს თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში, დაკავებისას);ზვიად ბაბუხადია, ბუთხუზ კიზირია და ვალერი ბენდელიანი (მოკლული იქნენ ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში, დაკავებისას);ალექსანდრე ხუბულოვი (ჩაცხრილეს ავტომანქანაში სპეცოპერაციის დროს, რომელიც თბილისში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა);მიხეილ ბერძენიშვილი (მოკლეს საგარეჯოს რაიონში, დაკავებისას);გელა ცინდელიანი (მოკლეს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში, სპეცოპერაციის დროს);ჯაბა ჯაბანიშვილი (ქალაქ ბორჯომში პოლიციელმა დაჭრა. იგი სახლში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა);ხვიჩა კოკაია (მოკლეს ხობის რაიონში, სპეცოპერაციის დროს);ვალერი ფხაკაძე (ქუთაისში პოლიციელებმა დაჭრეს, თუმცა დაჭრილს სასწრაფო დახმარება არ აღმოუჩინეს, რის გამოც გარდაიცვალა);მიხეილ კირაკოსიანი (ახალციხეში, მოტოციკლის გაჩერების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, პოლიციელმა ესროლა და ადგილზე მოკლა);გიგა ჭარბაძე (მოკლული იქნა თელავში პოლიციელის მიერ, ავტომანქანის დაჯახების შედეგად); ალექსანდრე ხოსიტაშვილი (მოკლული იქნა თბილისში, პოლიციელების მიერ სასტიკი ცემის შედეგად);ოლეგ მესხიძე (მოკლეს ოზურგეთში, სპეცოპერაციის დროს);თენგიზ გოგია (მოკლეს სენაკის რაიონის სოფელ მენჯში, სპეცოპერაციის დროს);როლანდ მახარაძე (მოკლული იქნა ბათუმში, მძევლების გათავისუფლებისას);როინ შავაძე (მოკლეს ქობულეთში, სასტიკი წამების შემდეგ);ზურაბ მანთაძე (მოკლეს რუსთავი–თბილისის გზატკეცილზე, დაკავების შემდეგ);გიორგი კრიალაშვილი (მოკლეს თბილისში, სპეცოპერაციის დროს); ჯიმი მეგრელიძე (მოკლეს ზუგდიდში, დაკავებისას);მამუკა ჩარჩხალია (პოლიციელების მიერ თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა საკუთარ სახლში)“- წერს დიმიტრი სამხარაძე.

კვარაცხელია

სპორტი • 1792574477

ხვიჩა კვარაცხელიამ „ბარსელონასთან“ მატჩში ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა

ხვიჩა კვარაცხელიამ ბარსელონასთან მატჩში ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. ფეხბურთელი რამდენიმე დღეში ოპერაციას გაიკეთებს.რეაბილიტაციის სავარაუდო ვადა 7-დან 9 თვემდეა.ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში დაშავდა.საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კატალონიელებთან მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება იძულებით მოუწია.ქართველმა თავდამსხმელმა თავიდანვე სამედიცინო დახმარება მოითხოვა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ნინო მუმლაძე

საზოგადოება • 1792569779

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ - ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი,“ - ამის შესახებ მსახიობი ნინო მუმლაძე წერს და მიმართვას ავრცელებს.„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ადამიანისგან, რომლის ვინაობაც არ ვიცი. მირეკავს, მწერს და შეურაცხმყოფელ ვიდეოებს მიგზავნის, ძირითადად, ღამის საათებში, ვოთსაფზე, ვაიბერში და ტელეგრამზე შემდეგი ნომრებიდან:+48573586629+44 7520 688261+44 7451 296151+44 7451 296151ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, ყოველ ჯერზე, როცა ვბლოკავ, ახალი ნომრიდან მირეკავს და ყველა ნომერი იწყება +4 ინდექსით... რა თქმა უნდა, სახეს არ აჩენს, თორემ უფრო მარტივი იქნებოდა მისი გამოჭერა. სულ თავიდან ძველი მეგობრის ნომრიდან დამიკავშირდა ტელეგრამზე, მთხოვდა დახმარებას, მაშინვე ეჭვი შემეპარა და როდესაც ჩემ მეგობარს დავუკავშირდი, მითხრა, რომ ტელეგრამი დიდი ხნის წინ გაუტეხეს და ასე მისი სახელით სთხოვს ფულად დახმარებას მის მეგობრებს...როდესაც მივწერე ამ თავდამსხმელს, რომ ვიცი მისი ტყუილის შესახებ და ვურჩევ, თავი დამანებოს, დაიწყო დამუქრება, დამცირება და ფსიქოლოგიური ტერორი. ასე სხვადასხვა ნომრებიდან... ეს გრძელდება უკვე 3 თვეა და ძალიან ვარ შეწუხებული... თუ ვინმემ იცით, იქნებ მითხრათ, რა შეიძლება მოვიმოქმედო? ან რამდენად ექნება შედეგი პოლიციასთან თანამშრომლობას, როდესაც ნომრები სხვა ქვეყნის ინდექსებით არის დაფიქსირებული? ასევე თუ ვინმე სადმე ჩემი სახელით ფულად დახმარებას გთხოვთ, სავარაუდოდ, ეს ავადმყოფი გწერთ“, - წერს მსახიობი.

დავით ჭელიძე

პოლიტიკა • 1792565446

დავით ჭელიძემ მოსახლეობას გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ჭელიძემ, მოსახლეობას 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. დავით ჭელიძემ ნაძალადევის რაიონში მიმდინარე და შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, კაპიტალური და ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები სამაჟორიტარო ოლქში 34 მისამართზე შესრულდა. დავით ჭელიძემ რაიონში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ლაითურის, წიკლაურის, ინტერნატის, ელო ანდრონიკაშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები გამოყო. აღნიშნულ მისამართებზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ბორდიურები, სანიაღვრე და წყალარინების ქსელები. ამას გარდა, დავით ჭელიძის განცხადებით, 4 მისამართზე განხორციელდა გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა-რეაბილიტაცია.როგორც ნაძალადევის რაიონის დეპუტატმა განაცხადა, მის სამაჟორიტარო ოლქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხუდადოვის სკვერის მოწყობა, სადაც განთავსდება საფეხბურთო მოედანი, საბავშვო ატრაქციონები, მოეწყობა გრუნტის დამჭერი კედელი, რათა არსებული ფერდი გამაგრდეს და იყოს უსაფრთხო; ასევე დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და სასეირნო ბილიკები. სკვერების მოწყობა მიმდინარეობს მეტრო ნაძალადევთან და კლდეკარის ქუჩაზეც. ანგარიშის წარდგენისას ითქვა, რომ გარდა ზემოთ ნახსენები სამუშაოებისა, ნაძალადევის გამგეობამ რაიონში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა. მათ შორის 15 520 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა; ხერთვისის ქუჩაზე შემოიღობა გამწვანებული გზაგამყოფი ზოლი; დაიგო დეკორატიული ფილები; დაიდგა მოსასვენებელი სკამები და ურნები; რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხუდადოვის და მესხის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერსაც.დავით ჭელიძემ ყურადღება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამაზეც გაამახვილა.მისი თქმით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში ჯამში 19 პროექტი განხორციელდა, მათ შორის, 6 საცხოვრებელ კორპუსში შეკეთდა სახურავები, შეიცვალა წყალსაწრეტი მილები და  მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო ლიფტები. ამას გარდა, დეპუტატის თქმით, ურიდიას ქუჩაN32-ში განხორციელდა ე.წ. თბილისური სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები. როგორც დავით ჭელიძემ მოსახლეობას განუცხადა, ნაძალადევის რაიონში მიმდინარეობს N43 საბავშვო ბაღის მშენებლობა. აღნიშნული საბავშვო ბაღი 14-ჯგუფიანი იქნება და 400-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება. რაც შეეხება სკოლებს, სრულად რეაბილიტირდა 112-ე საჯარო სკოლა, მე-8, 129-ე და 190-ე სკოლებში კი გარე პერიმეტრის დამცავი კედლების დემონტაჟი განხორციელდა და ამჟამად  მათი მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.მაჟორიტარის აქტიური ჩართულობით, ინტერნატის ქუჩას და ინტერნატის შესახვევს შეეცვალა სახელწოდება და მას აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, ბადრი ბერუაშვილის, სახელი ეწოდა. საანგარიშო პერიოდში მაჟორიტარის წარმომადგენლობაში სულ 122 განცხადება შევიდა, რომლებიც ფინანსურ დახმარებას, ოპერაციის, მკურნალობის, რეაბილიტაციის და მედიკამენტის დაფინანსებას, აგრეთვე საშენი მასალის გამოყოფას ეხებოდა. დავით ჭელიძემ განაცხადა, რომ უმეტესი მათგანი დაკმაყოფილდა. მაჟორიტარის წარმომადგენლობა მჭიდროდ თანამშრომლობს ნაძალადევის რაიონის გამგეობასა და ყველა შესაბამის სტრუქტურასთან, რასაც დადებითი შედეგი მოაქვს მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაში. დავით ჭელიძემ მოსახლეობას საკრებულოს, კომისიების და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მუშაობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ დავით ჭელიძის ანგარიშის წარდგენა ნაძალადევის რაიონის გამგეობაში გაიმართა.

მარკო რუბიო

მსოფლიო • 1792564469

მარკო რუბიო: დღეს უკრაინა არ იარსებებდა, რომ არა შეერთებული შტატების მრავალმილიარდიანი დახმარება, ამ საკითხზე თავდაცვით პოზიციაში ყოფნას აღარ ვაპირებთ

ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გაწეული მხარდაჭერა, დღეს უკრაინა აღარ იარსებებდა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.მისი თქმით, ვაშინგტონი ამ საკითხზე თავდაცვით პოზიციაში ყოფნას აღარ აპირებს. მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები გაცილებით დიდ მოწინააღმდეგეს მამაცურად ებრძოდნენ.„ბოდიში, მაგრამ ამ საკითხზე თავდაცვით პოზიციაში ყოფნას აღარ ვაპირებთ. შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ შორის, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გაწეული მხარდაჭერა, დღეს უკრაინა აღარ იარსებებდა. უკრაინა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, აღარ იარსებებდა. ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინელი მებრძოლების სიმამაცე არ უნდა აღვნიშნოთ. ისინი საკუთარი ქვეყნისთვის მართლაც დიდი სიმამაცით იბრძოდნენ და ამერიკული დახმარებით გამორჩეულ შედეგებს მიაღწიეს, როდესაც გაცილებით დიდ ქვეყანას დაუპირისპირდნენ. თუმცა, ნათლად უნდა ითქვას: დღეს უკრაინა არ იარსებებდა, რომ არა შეერთებული შტატების მიერ მისთვის გაწეული მრავალმილიარდიანი დახმარება, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაიწყო და ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც გრძელდება“, – განაცხადა მარკო რუბიომ.

ზურაბ ქადაგიძე

პოლიტიკა • 1792500657

ზურაბ ქადაგიძე: არ შეიძლება დეკრეტული შვებულების შემოსავალი ადამიანს დაუყადაღდეს, შესაბამისად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოვალეს დაეკისრება ფულადი ვალდებულების შესრულება, ეს თანხა (2 000 ლარის ოდენობით) არ დაექვემდებარება დაყადაღებას

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე, სადაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საკითხი მეორე მოსმენით განიხილებოდა, კანონპროექტში კონკრეტული მუხლის დაზუსტების ინიციატივით გამოვიდა.  როგორც დეპუტატმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, კანონში გარკვევით გაიწეროს, რომ ახალშობილის შვილად აყვანის დახმარება არცერთ შემთხვევაში არ გაუქმდება.„ნამდვილად მნიშვნელოვანი ინიციატივაა და, რა თქმა უნდა, ერთხმად ვუჭერთ მხარს, მაგრამ, ჩემი აზრით, გამორჩენილია ერთი დეტალი და კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ. იქნებ კანონში დაფიქსირდეს, რომ ახალშობილის აყვანისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს - შვილი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი, თუ მშობელს აქვს ფინანსური ვალდებულება,"- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ, კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, განაცხადა, რომ იზიარებს მის შენიშვნას და ეს საკითხი გათვალისწინებული იქნება.„პრინციპის დონეზე ჩვენ ვადგენთ, რომ დეკრეტული შვებულება არ შეიძლება ჩაითვალოს შემოსავლად და შესაბამისად, არ შეიძლება, დეკრეტული შვებულების შემოსავალი ადამიანს დაუყადაღდეს, შესაბამისად,  თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოვალეს დაეკისრება ფულადი ვალდებულების შესრულება, აღნიშნული ვალდებულების დასაფარად აღსასრულებლად არ მიექცევა მისთვის დეკრეტული შვებულების სახით სახელმწიფოს მიერ  მიცემული თანხა 2000 ლარის ოდენობით.. ლოგიკურია, რომ ეს პრინციპი უნდა გავრცელდეს ასევე იმ მშობელზე, ვინც ახალშობილს იყვანს შვილად,“ - აღნიშნა იონათამიშვილმა.

✕