ლეგენდარული იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი თბილისშია

ornela mutti

ლეგენდარული იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი საქართველოს სტუმრობს. ლეგენდა თბილისშია  - წერს ფონდის „ცხოვრება მშვენიერია“ ხელმძღვანელი ნიკა ესაკია და კადრებს სოციალურ ქსელში აზიარებს.

ფონდის ინიციატივით დღეს მარჯანიშვილის თეატრში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საქველმოქმედო საღამო გაიმართება, სადაც ორნელა მუტიც მონაწილეობს.