1784020802
გარდაბანში, იმავე ადგილასაც სადაც 8 ახალგაზრდა დაიღუპა, კიდევ ერთი ავარია მოხდა
გარდაბანში მანქანა ქვეითს დაეჯახა.
ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა 24news ge ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა იმ ტერიტორიის მახლობლად მოხდა, სადაც 2 დღის წინ ავარიას 8 ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავარიის შედეგად ქვეითი დაშავდა ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე პოლიციელები არიან მობილიზებული.










