პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის პირადად მიუსამძიმრა და თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
„ქართველი ხალხის სახელით, უდიდესი თანაგრძნობა მინდა გამოვხატო სასტიკი მიწისძვრით გამოწვეული ტრაგედიის გამო. ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და ვლოცულობთ გადარჩენილთათვის. გამძლეობა - ამ უდიდესი განსაცდელის წინაშე მყოფ ოჯახებს“, - ნათქვამია ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებულ ჩანაწერში.
პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 17 ათასს გადააჭარბა. მათ შორის საქართველოს 3 მოქალაქეა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობამ სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკა და 100 მაშველი გააგზავნა.