ლაგოდეხში ცოფის ვირუსით დაავადებულმა მტაცებელმა მონადირის ძაღლები დაკბინა

სასწრაფო

ლაგოდეხში ცოფის ვირუსით დაავადებულმა მტაცებელმა მონადირის ძაღლები დაკბინა, რომლებსაც ჭრილობები პატრონმა დაუმუშავა. ინფორმაციას ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ.
ცენტრის დირექტორის, ბესიკ ხელაძის განმარტებით, ძაღლების მეპატრონეს გადაუდებელი აცრები უტარდება, ძაღლები კი იზოლირებულად, თავშესაფარში გადაიყვანეს.

„შემთხვევა სოფელ რაჭისუბაწში მოხდა. ეს სამონადირეო ძაღლები არიან, რომლებმაც ძუძუმწოვარი მტაცებელი, მაჩვი მოკლეს. ჩვენ შევძელით შესაბამისი შემოწმების ჩატარება და ცხოველი აღმოჩნდა ავადმყოფი, კერძოდ, ცოფის ვირუსით დაავადებული. მისგან დაკბენილი ძაღლები თავშესაფარში გადავიყვანეთ და ვაკვირდებით. მამაკაცი კი, რომელმაც ძაღლებს ჭრილობები დაუმუშავა, უკვე ანტირაბიულ აცრებს იტარებს. ჯერჯერობით, ცხოველები კარგად არიან და მათზე დაკვირვება გრძელდება"- განაცხადა ხელაძემ.

მომხდარი შემთხვევის გამო, სოფელ რაჭისუბანში სპეციალისტებმა ყველა ძაღლის ვაქცინაცია ჩაატარეს.

ასევე ნახეთ:

Messenger-ს ახალი ფუნქცია დაემატა

"მე ვიცი, თქვენ რასაც ეძებთ, ხელი გამოგვიწოდა - შეკრული მუჭა გახსნა და ხელისგულზე ეს მცირე ნატეხი ედო" - ქრისტეს საფლავის ქვის ნატეხის ისტორია

ვის და რამდენით გაუძვირდება გაზის ტარიფი 1 იანვრიდან - კომპანიის განცხადება