„წვიმა, ელჭექი, თოვლჭყაპი” - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

თოვლი

საქართველოში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 ოქტომბერს საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი. მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლჭყაპი.

31 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან იწვიმებს.

მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი.

✕