„ღვთისმშობლის მარხვაში რომ პლაჟზე წამოწვები, აჭარულს, შაურმას და ნაყინებს ჩაჰკეცავ...“ - რას წერს მამა ლევანი

მამა ლევანი

მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში ეხმაურება მარიამობის მარხვის დაწყებას და წერს.

„ჩვეულებრივ ცხოვრებაში როგორაა, ადამიანს რომელსაც შენთვის რაღაც უკეთებია, როცა თხოვნით მოგმართავს მოსვენებას კარგავ ხომ სანამ არ გაუკეთებ.

ეგრეა სულიერ ცხოვრებაშიც, როცა ღვთისმშობლის მარხვებს ინახავ, ლოცულობ მის წინაშე, თხოვნა დასრულებული არ გაქვს იქ ჩნდება სამყაროს დედა.

ღვთისმშობლის მარხვაში რომ პლიაჟზე წამოწვები, აჭარულს, შაურმას და ნაყინებს ჩაჰკეცამ, და კიდე ათას რამეს მიჰქარავ, მერე რომ მოიცლი, მობრუნდები და "აბა ღვთისმშობელო ჯანმრთელად მამყოფე, ეროვნულებზე კარგი ქულები ამაღებინე, ხელი მომიმართე საქმეში, შვილები კარგად დამაბინავებინე, კარგი ფულიანი, პატიოსანი სიძე და უხმო, დამჯერი, კაი მზითებიანი რძალი შემახვედრე და ა.შ ვინ შეგისრულებს? ესენი უნდა სთხოვო სახაჭაპურე-საშაურმეების "ღმერთებს" ისინი გცნობენ, ცაში ვინა გიცნობს?

გილოცავთ მარხვის დადგომას“, - წერს მამა ლევანი.

ასევე ნახეთ:

„ბოლო გზაზე ვაცილებთ ამ ხუჭუჭა ბიჭს, ბიჭს ღიმილით სახეზე და დიდი იმედებით გულში - გიორგი ყარალაშვილს მეგობარი ემშვიდობება

სოციალურ ქსელში დაწყებული ურთიერთობა ახალგაზრდა ქალის წამებითა და დაყაჩაღებით დასრულდა - რა მოხდა დიღომში

12 500 აბონენტს გაზმომარაგება 11 საათით შეუწყდება

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გარდაიცვალა