კონკურენციის როლის შესახებ ნაშრომი გამოქვეყნდა

konkurencia

ოქსფორდის აკადემიურ ჟურნალში უკვამლო ალტერნატივებისა და მწარმოებელი კომპანიების მიზნების შესახებ კვლევა გამოქვეყნდა.

როგორც ავტორები აღნიშნავენ, მწარმოებელი კომპანიების მხრიდან აქტიურად დაიწყო საუბარი ტრადიციული ნიკოტინის შემცველი პროდუქტის შედარებით ნაკლები რისკის მქონე ალტერნატივებით ჩანაცვლების შესახებ. აღნიშნულ ალტერნატივებს მიეკუთვნება ნიკოტინის შემცველი ელ. პროდუქტები, გასახურებელი მოწყობილობები და ნიკოტინის ორალური პროდუქტები. თუმცა, მათივე შეფასებით, ამ პროცესში კომპანიების მხრიდან ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული პროდუქტებისადმი ინტერესის განმსაზღვრელი საბაზრო კონკურენცია იქნება.

მწეველების მიერ მოხმარების მთავარი მიზეზი ნიკოტინის მიღების სურვილია - ეს არის დამოკიდებულების გამომწვევი ნივთიერება, რომელიც ახდენს როგორც ორგანიზმის სტიმულირებას, ასევე აქვს რელაქსაციური ეფექტი. ის ზემოქმედებს ტვინის ფუნქციებზე, კერძოდ, ხელს უწყობს დოფამინის გამოყოფას, რაც ნეირობიოლოგიური დამოკიდებულების მთავარი გამომწვევი მიზეზია.

ტრადიციული პროდუქტი კი ნიკოტინის მიღების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს.  წვის დროს მწეველი შეისუნთქავს კვამლს, რომელიც შეიცავს ნიკოტინს - შედეგად, აღნიშნული ნივთიერება ხვდება ადამიანის ფილტვებში, გადადის სისხლში და მიეწოდება ტვინს. ტრადიციული და მსგავსი წვადი პროდუქტები კი მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების მთავარი გამომწვევი მიზეზია, რადგან მათი მოხმარების დროს ადამიანები შეისუნთქავენ კვამლს, რომელიც შეიცავს მავნე ტოქსიკურ ნივთიერებებს.

მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან, ჯანდაცვის ექსპერტები საუბრობენ კვამლსა და დაავადებებს შორის არსებულ კავშირზე, რომელსაც ინდუსტრია უარყოფდა. შედეგად, ჯანდაცვის ინსტიტუტები აქტიურად დაუპირისპირდნენ მწარმოებელ კომპანიებს. თუმცა, მალევე აღნიშნული კორელაცია მეცნიერულად და დასტურებულ მტკიცებულებად იქცა.

შესაბამისად, 21-ე საუკუნის დასაწყისში ბაზარზე ნიკოტინის მიწოდების ახალი პროდუქტები გამოჩნდა, რომლებიც ტრადიციულთან შედარებით, ადამიანის ორგანიზმისთვის პოტენციურად ნაკლები ზიანის მომტანი იყო და მიზნად ისახავდა ტრადიციული ჩანაცვლებას. ასეთ მოწყობილობებს ელ. პროდუქტები მიეკუთვნებოდა, რომელთა პოპულარობა აშშ-ს ბაზარზე 2012 წლამდე საკმაოდ დაბალი იყო.

აღსანიშნავია, რომ ნიკოტინის შემცველ ელ. პროდუქტებს ტრადიციულ პროდუქტთან შედარებით აქვთ პოტენციალი, ხელი შეუწყონ საზოგადოებრივ ჯანდაცვას. თუმცა, ელ. სიგარეტები არ არის სრულიად უსაფრთხო, ის რისკის შემცველია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ მოიხმარენ ნიკოტინის შემცველ პროდუქტებს, ისევე როგორც იმ მწეველთათვის, რომლებმაც თავი დაანებეს ტრადიციულ მოწევას.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ტრადიციული პროდუქტები მწარმოებელი კომპანიებისთვის მოგების მომტანი სანდო წყაროა, შესაბამისად, ისინი მიზნად ისახავენ, ხელი შეუწყონ ელ. პროდუქტი მოხმარების წახალისებას, როგორც ტრადიციულისთვის დანებების საშუალებას ან შეინარჩუნონ მწეველთა მაჩვენებლები. ხოლო აღნიშნულ მეთოდს მხოლოდ მაშინ შეცვლიან, თუ ნიკოტინის შემცველ ალტერნატიულ პროდუქტებში ფინანსურ სარგებელს დაინახავენ.

თუმცა, როგორც კვლევაში გამოყოფილია გიგანტი “ფილიპ მორის ინთერნეიშენალი”, რომელიც აცხადებს, რომ კომპანიის მომავალს არა ტრადიციულ პროდუქტებში, არამედ ნიკოტინის შემცველი  ალტერნატიული პროდუქტებში ხედავს, სწორედ ამ მიზნით, მწარმოებელი გიგანტის მიზანია, 2030 წლისთვის მომხმარებელთა მხრიდან, უკვამლო მოწყობილობებზე გადასვლის სათავეში იყოს.

კვლევის თანახმად, ბაზარზე ელ. მოწყობილობების და ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული პროდუქტების გამოჩენამდე, წვადი მწარმოებელი კომპანიების მთავარი ორიენტირი ტრადიციული პროდუქტის  წარმოება და სხვადასხვა მარკეტინგული სტრატეგიებისა თუ ფასების გამოყენებით მოგების შენარჩუნება იყო.  2006 წლიდან კი დაიწყო ნიკოტინის ალტერნატიული პროდუქტების განვითარება, რასაც სწრაფად მოჰყვა მწარმოებელი კომპანიების მიერ რეაგირება და კომპანიების მხრიდან უკვამლო მოწყობილობების, ნიკოტინის მიწოდების ალტერნატიული პროდუქტების დივერსიფიკაცია. 2013 წლიდან ბაზარზე ნიკოტინის შემცველ ალტერნატიულ პროდუქტებზე მოთხოვნა გაიზარდა, რასაც კომპანიების მხრიდან მიწოდების გაზრდა მოჰყვა. მიუხედავად გაზრდილი მიწოდებისა, მათ ვერ მიაღწიეს ისეთ ოლიგოპოლიურ კონტროლს, როგორიც სიგარეტების შემთხვევაში ჰქონდათ.

თუმცა, ავტორები ვარაუდობენ, რომ ბაზარზე ტრადიციული პროდუქტების ალტერნატიული პროდუქტებით ჩანაცვლებისა და გაზრდილი კონკურენციის პარალელურად, მწარმოებელი კომპანიები მხარს დაუჭერენ ნიკოტინის მიღების ალტერნატიულ საშუალებებს, თუმცა, მხოლოდ იმ მოწყობილობებს, რომლებსაც დიდი მოგების პოტენციალი გააჩნიათ. რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიები დაიწყებენ გასახურებელი მოწყობილობების წარმოებას ნიკოტინის შემცველი ელ. პროდუქტების ნაცვლად.

“მწარმოებელი კომპანიების მხრიდან არა წვადი ნიკოტინის პროდუქტებისადმი ინტერესი დამოკიდებული იქნება ნიკოტინის მიწოდების განსხვავებულ ქვე-ბაზრებზე არსებულ კონკურენციაზე. ასევე, იმ წნეხზე, რომელსაც ისინი იმ კომპანიებისგან იგრძნობენ, რომლებიც არ აწარმოებენ პროდუქტებს”, - ვკითხულობთ კვლევაში.

ნაშრომში ხაზგასმით არის აღნიშნული მთავრობის მხრიდან განხორციელებული ინიციატივების როლი არაწვადი ნიკოტინის მიწოდების პროდუქტების ბაზარზე პოზიციონირების პროცესში.

“იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მხრიდან დაწესებული რეგულაციები შეამცირებს კონკურენციას, მაშინ ჩვენ ნაკლებ ინოვაციას უნდა ველოდოთ ნიკოტინის შემცველი ალტერნატივების სფეროში.

ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა და მკვლევრებმა უნდა გამოავლინონ მიმღებლობა მწარმოებელი და სხვა კომპანიების მიერ არაწვადი ნიკოტინის პროდუქტების გაყიდვით მიღებული მოგების მიმართ, რაც ერთი მხრივ, მომხმარებელთა ნაწილში გამოიწვევს დამოკიდებულებას, მეორე მხრივ კი, მომხმარებელს შესთავაზებს წვადი პროდუქტის ალტერნატივას”, - აცხადებენ მკვლევრები.

ავტორები მიიჩნევენ, რომ არაწვადი ნიკოტინის მიწოდების პროდუქტებზე დაწესებული რეგულაცია მათი რისკის პროპორციული უნდა იყოს, რაც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს მწეველთა რიცხვის შემცირებას, მეორეს მხრივ კი, ინვესტიციების ზრდას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში.