1734793091
„კიდევ კარგი ერთი ერთეულით მეტი არ იყო...“ - რას წერს თეა გოდოლაძე მიწისძვრაზე
დღეს დილით თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე საკმაოდ ძლიერი იყო და მას უცნაური ხმაც ჰქონდა, რაც სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე განმარტავს, რატომ ჰქონდა მიწისძვრას მსგავსი ხმა.
„საღათას ძილით მეძინა. მონიტორინგის ცენტრის სწრაფი რეაგირების და ღამის მორიგეების სატელეფონო მესიჯების ისტერიულმა სერიამ გამაღვიძა. მაგნიტუდას დავხედე. არაფერი ისეთი, კიდევ კარგი ერთი ერთეულით მეტი არ იყო. ეს საყველპურო მიწისძვრაა..
ჩემო საყვარელო ქართველებო. მიწისძვრის დროს ხდება მიწის გარღვევა, რომელსაც საშინელი ხმა აქვს. ეს ხმა, ანუ მიწის რღვევის ხმა გაიგეთ. ცუდი შეგრძნებაა, ვიცი. რაც უფრო დიდია მიწისძვრა, ეს ხმა უფრო მძაფრია და ხანგრძლივი ეპიცენტრში”, – წერს თეა გოდოლაძე.
ასევე ნახეთ: