„უსაზღვრო მწუხარებამ დაისადგურა...“ - ბაღდათში, 16 წლის გოგონა მოულოდნელად გარდაიცვალა
1734811889
მდუმარე ბერის, მამა ნიკოლოზის კიდევ ერთი მრევლი მისი მეგობრის თავს მომხდარ სასწაულს იხსენებს, რომელსაც სასულიერო პირს უკავშირებენ.
„ჩემს მეგობარს, რომელსაც თავში დაავადება ჰქონდა, საზღვარგარეთ იყო სამკურნალოდ წასული. ექიმები ეუბნებოდნენ, რომ გადარჩენის 5% აქვს მხოლოდ დარჩენილი, ეს რომ გავიგე, გადავწყვიტე, მისი ფოტოსურათი დამებეჭდა და მამაოსთან მიმეტანა იმ იმედით, რომ მამაო გადაარჩენდა და ილოცებდა მისთვის.
მე დიდი იმედი მქონდა, მჯეროდა, რომ მამაოს თუ ვთხოვდი, ის აუცილებლად შეისმენდა და გადაარჩენდა მას. ასეც მოხდა... მივედი მამა ნიკოლოზთან და მივიტანე სურათი. იმ დროს მამაო გამობრძანებული იყო გარეთ და დავუძახე: მამა ნიკოლოზ, გადარჩება ეს ადამიანი მეთქი?! თან სურათს ვანახვებდი... მამაომ შეხედა და თავი დამიქნია, ვერ გადმოგცემთ იმ ემოციას და განცდას, რაც მე იმ დროს განვიცადე, ეს იყო სასწაული უდიდესი ძალა და მადლი გადმოსული.
გავიდა რამდენიმე თვე და ჩემი მეგობარი კვლავ მივიდა ექიმთან და როცა ექიმმა ანალიზები ნახა, მას უთხრა, რომ ის გაზრდილი ბურთი თავში რაც ჰქონდა, შემცირდა და ძალიან მცირე ზომა იყო დარჩენილი, შემდეგ გაუკეთა ოპერაცია და დღეს ჩემი მეგობარი ცოცხალია, ჯანმრთელია და ბედნიერია. ეს ჩემი მამა ნიკოლოზის მადლი და ძალაა, უდიდესი მადლობა მამაო შენ, შენს ძლიერებას შენს მეოხებას, გმადლობ, რომ არსებობ ჩემს ცხოვრებაში, მადლობა, რომ მაქვს საშუალება მოვიდე შენთან, გნახო და ვილოცო,“ - წერს თამარ კობაიძე.