„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილის, კოსტა სანიკიძის ვიდეო, სადაც ფილმის პრემიერაზე საუბრობდა და დღევანდლისგან განსხვავებით, სულ სხვანაირი ხმა ჰქონდა. შემდეგ ხმები დაირხა, რომ მისი ხმა, რომელიც განსხვავებული და ყველასგან გამორჩეულია, დაყენებულია, რის გამოც გააკრიტიკეს.
„პრაიმტაიმთან“ კოსტა სანიკიძე ხმაზე და სწორედ იმ გავრცელებულ ვიდეოზე საუბრობს.
„ხმა არ ყენდება, ყველამ იცის ეს, ხმის დაყენება გამორიცხული ამბავია. შემიძლია, 50 ტონალობაზე გელაპარაკო, ეს ჭიქაში წყლის დასხმაა. ვიღაცებს ავიწყდება, რომ არტისტი ვარ.
მეორე არის მედირიტებული ხმა - გააჩნია შიგნით რა არის და შესაბამისად ამოდის. კარგად ხვდებიან, რა რეაქციებიც აქვთ ჩემს ხმაზე, ამიტომ ცდილობენ, ეს პლუსი მინუსად გადააკეთონ, რაც წამოუდგენელია.
ვიდეოში, რომელიც გავრცელდა, 17 წლის ვარ. 17 წლის მერე გული ორჯერ გამიჩერდა და ორჯერ ამიმუშავეს. ხმა ნელ-ნელა ალბათ კიდევ შემეცვლება, ასაკთან ერთად.“ - თქვა „პრაიმტაიმთან“ კოსტა სანიკიძემ.