ხვალ წყალი 6 საათით შეწყდება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

wyali

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს:

,,ხვალ, 3 აგვისტოს, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სამგორის რაიონში ვარკეთილის III მას, VII კვ. N17-თან , წყალსადენის ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 3 აგვისტოს 12:00 საათიდან 3 აგვისტოს 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

ვარკეთილის III მასივს კვარტლებით, კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, შუამთის, წნორისწყალის, ელდარის, ჯავახეთის N 1-19( კენტები) ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს", - აღნიშნულია განცხადებაში.