დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა საღამოს, ქუჩაში, ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე მოხდა. როგორც მოკლული კაცის შვილი „კურიერთან“ ამბობს, მათი ურთიერთობის შესახებ, ცნობილი იყო.
„ღამე სახლში არ ვიყავი, ორი დღე დასასვენებლად წავედი და ღამე ზარი შემოვიდა, რომ მამაშენს დაარტყეს დანა და საავადმყოფოში გადაყვანილია. ჩემ შვილებთან ერთად წამოვედი თბილისში. საავადმყოფოში რომ წავედი არაფერი მითხრეს პირდაპირ პოლიციაში წამიყვანეს, კითხვები დამისვეს. მე რაც ვიცოდი ის ვუთხარი. ორი წელია ერთად არიან მამაჩემი და ის გოგო. ოჯახმაც იცის, სოფელმა იცის, ყველამ იცის, რომ მამაჩემთან ერთად არის, შვილებმაც იცოდნენ, დედამისმაც იცოდა. მამაჩემთან ერთად აგვარებდა ყველაფერს, ისე როგორც ცოლ-ქმარი. რემონტი და ყველაფერი მოუგვარა მამაჩემმა. მამაჩემმა ცოლივით შეირთო, ერთად იყვნენ ის ქმარს გაშორებული იყო, ამას ცოლი მკვდარი ჰყავდა, არაფერი უშლიდათ ხელს. გოგოს ჰქონდა ხილ-ბოსტნეულის დახლი, ბაზარი ჭიშკართან და მამაჩემი ეხმარებოდა, სამგორის ბაზარში მიდიოდა.
მთელი დღე ტელეფონზე ლაპარაკობდნენ. ერთ დღეს დედამისმა დამირეკა მითხრა, მამაშენი მოშორდეს ჩემს შვილს თორემ, მოვკლავთო. ორჯერ დამირეკა და მუქარით მითხრა მოვკლავთო. ჩემი შვილიშვილი, ან მე მოვკლავთო. მე ვკითხე რა დაუშავა მამაჩემმა. ორი წელია ერთად არიან და ახლა რა დაუშავა, ყველამ იცის-მეთქი და იმათმა მითხრეს არაფერი უნდა მოვკლათო. დავურეკე მერე მის შვილს და ვუთხარი დედაშენი მემუქრება და მითხრა, რომ ზრდასრული ქალი ვარ და ვინ არიან ჩემი შვილები, რომ ერევიან. მე მიყვარს და არ დავშორდებიო, “- ამბობს ფონიჭალაში მოკლული კაცის შვილი.