1732386875
„ხელ-პირის დასაბან ნიჟარაში ფეხებს იბანდნენ… ბავშვებს იქვე ასაქმებინებდნენ, საშინელ რაღაცებს აკეთებდნენ...“ - როგორ გაიარა ქართველმა მექსიკის გზა ამერიკაში მოსახვედრად
“მე და ჩემმა მეუღლემ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რამდენჯერმე შევიცვალეთ სამსახური. ზოგი დაიხურა, ზოგმა ხელფასი დაგვაკლო... ორი შვილი გვყავს და სულ ვამბობდით, რომ მათ ერთად გავზრდიდით, ნებისმიერ სიტუაციაში ერთად ვიქნებოდით... მეუღლეს ხელობა ეხერხება და რამდენჯერმე ჰქონდა ისრაელში წასვლის შანსი, არ წავიდა, იქნებ ერთად წასვლა შევძლოთო... ამერიკაში წასვლა ჩვენი ცხოვრების შეცვლის ბოლო შანსი იყო. მისი კლასელი წავიდა, იწვალა, იტანჯა, ციხეები გამოიარა, მაგრამ ბოლოს მოეწყო და ამოისუნთქა. ეს ჩვენთვის ბოლო წვეთი გახდა, ე.წ. წამყვანი ვიპოვეთ და გეგმების დაწყობას შევუდექით...” - ამბობს “გზასთან” საუბარში 42 წლის ლელა ჩართოლანი, რომელიც ოჯახთან, მეუღლესა და მცირეწლოვან შვილებთან ერთად მექსიკის გავლით ამერიკაში ჩავიდა.
- იმ დღიდან, როგორც კი წასვლა გადავწყვიტეთ, სოციალურ ქსელებში ყველანაირ ინფორმაციას ვკითხულობდით. ისე ვნერვიულობდი, ღამეები არ მეძინა; ხან ხელს ჩავიქნევდით, იქნებ არც ღირს წასვლაო, მაგრამ შემდეგ, დღეები, კვირები ისე გადიოდა, ვერაფერს ვცვლიდით და ვხვდებოდით, რომ უნდა გვებრძოლა... ყველა განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდიდა. გვეუბნებოდნენ, რომ ყოველი ნაბიჯი სარისკო იყო. დაგვაკვალიანებდნენ, ადგილამდე მიგვიყვანდნენ, მაგრამ შემდეგ, იმის გამო, რომ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე ვითარება სწრაფად იცვლება, ვერავინ ვერაფრის გარანტიას ვერ მოგვცემდა.
გვიხსნიდნენ, რომ აშშ-ის საზღვრამდე გზა რთულია, ძვირი და ზოგჯერ სიცოცხლისთვის სახიფათო, მით უფრო, თუ მცირეწლოვანი ბავშვებით მიდიხარ და ეს მართალიც აღმოჩნდა. ჯერ ამ უმძიმესი გზის დასაწყისში ვართ და უკან რომ ვიხედები, დეტალურად რომ მცოდნოდა, რისი გავლა მოგვიწევდა, არავითარ შემთხვევაში არ გავივლიდით ამ ჯოჯოხეთს... მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია, რამდენად სარისკოა აქ მოხვედრა და თითქოს ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავით, მონაყოლსა და მოსალოდნელზე ათჯერ მძიმე დღეები გავიარეთ... გვითხრეს, რომ სულ ორი გზა არსებობდა - მექსიკაში ჩასვლით, რომლის ვიზა ძალიან მარტივად კეთდება და პოლონეთის სამუშაო, D კატეგორიის ვიზა.
ჩვენ მექსიკის გზაზე შევაჩერეთ არჩევანი, რადგან ყველაფერი ძალიან ოპერატიულად გვარდებოდა. დიდი დავიდარაბით ვიშოვეთ 15 ათასი დოლარი... მერე ვიზისთვის ელექტრონული განაცხადი შევავსეთ, შემდეგ კი თურქეთში, მექსიკის გენერალურ საკონსულოში უნდა ჩავსულიყავით გასაუბრებისთვის და მერე იქიდან ჩავფრენილიყავით მექსიკაში. თურქეთში, მექსიკის საელჩოშიOსაკმაოდ ცინიკურად გვეპყრობოდნენ - საქორწინო მოგზაურობაში მიმავლებს არ ჰგავხართო. ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა... არ დაასრულებინეს: თუ ასეა, იქ რატომ მიდიხართ, თურქეთში რატომ არ რჩებით, ბევრად უკეთესი სამედიცინო სისტემაა, მთელი საქართველო აქ გადმოდისო... მერე მაინც გაგვიშვეს. ჩვენს გადამყვანს შემზადებული ვყავდით - მთელი ამბავი ახლა იწყებაო და ასეც აღმოჩნდა: მოგზაურობა საზღვრამდე, ორი მცირეწლოვანი ბავშვით, რომლებიც ამდენდღიანი წანწალისგან ძალაგამოცლილები იყვნენ. ბოშებს ვგავდით, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ისინი მგზავრობას შეჩვეულები არიან. ჩემი შვილები ყველა სკამზე იძინებდნენ, კედელს მიეყუდებოდნენ და მაშინვე ეძინებოდათ, ჩანთებზე დასხდებოდნენ და თვლემდნენ. სახლში მინდა, მეძინება, საჭმელი მინდა, ჩემს ლოგინში მინდა - ეს ის ფრაზები იყო, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში გამუდმებით გვესმოდა. იმედია, გაამართლებს რისთვისაც მივდივართ, - მეუბნებოდა ჩემი სასოწარკვეთილი ქმარი. აუცილებლად გაამართლებს, - ვპასუხობდი რობოტივით და იატაკზე გაშლილ “ადეალებზე” ჩაძინებული შვილების დანახვისას ცრემლებს ვყლაპავდი. მექსიკის საკურორტო ქალაქ კანკუნამდე ჩავედით, იქიდან კი შიდა ფრენით სასაზღვრო ქალაქ ტიხუანაში გავემგზავრეთ. ეს მარშრუტი ჩვენი “გადამყვანის” მიერ იყო შედგენილი. წაიკითხეთ სრულად