ხათუნა სამნიძე გაღიზიანებას ვერ მალავს, როდესაც საქართველოს პატრიარქს იუბილეს ულოცავს მთელი ერი - მეგრელიშვილი

თამთა

ხათუნა სამნიძე გაღიზიანებას ვერ მალავს, როდესაც საქართველოს პატრიარქს იუბილეს ულოცავს მთელი ერი! გესლს და ღვარძლს ანთხევს, არადა ამ დროს, თავად საშობაო წირვას ევანგელისტურ-ბაბტისტურ ეკლესიაში დაესწრო და არც ფოტოს გამოქვეყნებაზე უთქვამს უარი, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ხათუნა სამნიძის შესახებ, რითაც მის Facebook-სტატუსს ეხმიანება.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, სამნიძე ერთ-ერთი ყველაზე აგრესიულია ქართული ეკლესიის და მართლმადიდებლობის მიმართ.

„ხათუნა სამნიძე გაღიზიანებას ვერ მალავს, როდესაც საქართველოს პატრიარქს იუბილეს ულოცავს მთელი ერი! გესლს და ღვარძლს ანთხევს, არადა ამ დროს, თავად საშობაო წირვას ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიაში დაესწრო და არც ფოტოს გამოქვეყნებაზე უთქვამს უარი.

ხათუნა სამნიძე არის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული ქართული ეკლესიის და მართლმადიდებლობის მიმართ.უი ხო, ამიტომაც აქვს 0%-იანი რეიტინგი.“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.