ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
დღეს, 4 იანვარს, ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II -ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით და მთავრობის ადმინისტრაციის უშუალო ჩართულობითა და ორგანიზებით, საზეიმო გალა-კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საოპერო, საგუნდო და ქართული ესტრადის წარმომადგენლები. კონცერტის რეჟისორია ბაკურ ბაკურაძე.
როგორც კონცერტის ორგანიზატორები აცხადებენ, ეს საღამო იქნება მოკრძალებული საჩუქარი მისი უწმინდესობისათვის. გალა-კონცერტი 20:30 საათზე დაიწყება და საქართველოს პირველ არხზე პირდაპირი ეთერით გადაიცემა.