პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სურსათის უვნებლობის ექსპერტმა მარიამ ჩაჩუამ ახალი კვერცხის ამოცნობის წესებსა და მისი შენახვისას აუცილებელ ჰიგიენის წესებზე ისაუბრა:
„როგორ ამოვიცნოთ ახალი კვერცხი? ახალი კვერცხი უნდა იყოს წონადი, არ უნდა იყოს მსუბუქი. მხოლოდ ამით, რა თქმა უნდა, არ ვაფასებთ. გარდა ამისა, კვერცხს ზედაპირი არ უნდა ჰქონდეს ძალიან პრიალა. თუ ზედაპირი ხაოიანია, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი დადებულია კვერცხი.
ნუ შევიძენთ ისეთ კვერცხს, რომელიც ფრინველის ფეკალიებით არის დაბინძურებული. შეიძლება ვიფიქროთ, რომ სახლში გავრეცხავთ, მაგრამ მისი გარეცხვა ძალიან საფრთხილოა.
ცივი წყალი კვერცხის შეკუმშვას იწვევს და ზედაპირზე რაც კი დაბინძურებაა შიგნით ჩაიტანს. კვერცხი უნდა გაირეცხოს ნელ-თბილ წყალში ცეცხლის ძალიან დაბალ ნაკადზე.
კვერცხმა მინიმუმ 5 წუთი უნდა იდუღოს. თუ არ გვინდა, რომ კვერცხი დაგვისკდეს, მაცივრიდან გამოღებული კვერცხი 15-20 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე გავაჩეროთ,“- აღნიშნულ საკითხზე მარიამ ჩაჩუამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.