ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
ცნობილ ეზოთერიკოსს, მაია ყუფარაძეს ახალი წლის ღამეს, სამ ოთახიანი ბინა სრულად დაეწვა. საახალწლო შაშხანა ჯერ აივანზე, შემდეგ კი სახლში შევარდა...
ხანძრამდე ათი წუთით ადრე ეზოთერიკოსმა მისალოცი ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. მაია ახალ წელს ულოცავდა ყველას და თავის საახალწლოდ მორთულ ოთახს აჩვენებდა. რამდენიმე წუთში კი, ეს ყველაფერი ფერფლად იქცა.
იმ კედელზე, სადაც მას ხატები ჰქონდა, ხანძრის შემდეგ ჯვრის გამოსახულებასთან ერთად გაჩნდა გამოსახულების ფორმა, რომელსაც თავად მაია ბატკნიანი იესოს კონტურად აღიქვამს.
მაია ყუფარაძე: იმ კედელზე მქონდა ღვთისმშობლის და სამების ხელთუქმნელი ხატი, ჯვარი და მამა პეტრეს პორტრეტი.
ღვთისმშობლის ხატის ადგილას კი, ხანძრის შემდეგ გამოისახა ბატკნიანი იესო ქრისტეს კონტური, "მწყემსი კეთილის" ფიგურა. ხომ გაიყვანა ქრისტემ ადამიანი სამზეოზე, ასე გამიყვანა მეც სამზეოზე, გადამარჩინა...
მქონდა ასეთი წინათგრძნობა: სახლის მიმართ, რომელიც მიყვარს, იმ პერიოდში ზიზღი გამიჩნდა. ამას ვერ ვამბობდი. დილით გიორგი კუბლაშვილის ნახატს - "ვერნისაჟს" ვუყურებდი, აქეთ მამა პეტრეს პორტრეტს და კარგ გუნებაზე ვიწყებდი დღეს. მაგრამ ბოლო დღეები ცუდი განწყობა მქონდა.
ახალი წელი ძალიან მიყვარს, მაგრამ რატომღაც ცუდი განწყობა მქონდა. შარშან იანვრის დასაწყისში კოვიდი მქონდა, კლინიკაში ვიყავი. მადლობა გადავუხადე ვეფხვის წელს, მშვიდობით, წადი-მეთქი, მაგრამ მაინც მოიქნია კუდი.
იმ ხანძრის დღეს ჩემთან სტუმრად მოვიდა მინეროლოგი თაკო კვაშალი. მან მითხრა, ცეცხლის ენერგია ნულზე გაქვს, ახალი წლის ღამეს ყველა შანდალი დაანთეო. უცებ ორივე ხელი ზევით ავიშვირე და ვუთხარი, ცეცხლის ენერგია მეკიდება და ამაღამ მე აქ ცეცხლს ავაგიზგიზებ-მეთქი... ასე ვარ, რასაც ვამბობ, სრულდება, ენიდან ამდის.
სიტყვას ასეთი ძალა აქვს. სიტყვა ყველაფერია - ლოცვაა, წამალია, იარაღია, საწამლავია...
ისე უცებ მოხდა ყველაფერი... ათ წუთში დიდი ხანძარი გაჩაღდა. დავიბენი. ძაღლებს დავუწყე დევნა. სამი მყავს.
ჯერ კიდევ არ იყო სახლში ხანძარი გაჩენილი, როდესაც შევხედე სამზარეულოდან როგორ გამოვარდა "ბარაბაშკა", თავისი მრგვალი "სოჩიკივით" თვალებით და სახლიდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. მე ტირილი ამივარდა, დავიღუპე-მეთქი. მე ხომ ვიცი, როდის გარბის სახლიდან ბარაბაშკა. თითქოს მანიშნა გამომყევიო. ნახევარ საათში დაიბუგა ყველაფერი.
ხანძრის ღამეს კეთილიც ვნახე და ბოროტიც. ერთმა მეზობელმა გადამარჩინა, მეორემ ჩაძაღლება მისურვა. კეთილმა მეზობელმა, გოგა გოდერძიშვილმა სახლიდან გამიყვანა, თორემ ცოტა ხანში, ბოლი მეც გამგუდავდა და ჩემს ძაღლებსაც.
გარეთ გამოსულს კი ბოროტმა მეზობელმა მითხრა - რატომ არ ჩაძაღლდი შენი ცუგებიანადო! შობა-ახალ წელს ზეცა გახსნილია, რა სურვილსაც უშვებ ზევით, ის სრულდება. ამ კაცმა ჩემი ჩაძაღლება ისურვა. მაგრამ სინამდვილეში, მან ეს თავის თავს უსურვა. ისეთი ხილვა გვქონდა მეც და ჩემს ტყუპის ცალს, რომ უკვე ეს ადამიანი მეცოდება.
მის თვალებში ბოროტი დავინახე. ისე მოვუქნიე და დავარტყი, ყბა მოვუქციე...
იმ დღის შემდეგ, ისეთ სიკეთეს ვიმკი ადამიანებისგან, ბედნიერების ცრემლები მდის.
ბედნიერი იმით ვარ, რომ მთელი ცხოვრება სიკეთეს ვთესავ მეც და ჩემი ტყუპი დაც. ალბათ ამიტომაც, ჩემი მისამართით, ენით გაუგონარ სიკეთეებს სჩადიან ადამიანები. მეც ვზივარ და ვტირი. თქვენით ვდგავარ ფეხზე, ამას მივაღწიე, იმას მივაღწიე, როგორ დაგტოვებთო, მეუბნებიან... ჩემი მოძღვარი, მამა პეტრე მხარში მიდგას და ჩემს დახმარებაზე ფიქრობს...
აი, ასე, თითქოს განულდა ცემი ცხოვრება და უკვე მესამედ მიწევს ყველაფრის თავიდან დაწყება.