"მე და ჩემს შვილებს მაიას იმედი გვქონდა. მაწუხებს და მანადგურებს კითხვა - რატომ?" - ცნობილ ეზოთერიკოსს ახალი წლის ღამეს თავს ტრაგედია დაატყდა

maia

მუხიანში ცნობილი ეზოთერიკოსის, მაია ყუფარაძის ბინა, ახალი წლის დადგომამდე, მთლიანად გამოიწვა. სახლში შევადნილმა შაშხანამ გაზის ბალონის აფეთქება გამოვა. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და მოედო მთელ სახლს. ეზოთერიკოსმა მხოლოდ ორი ძაღლის გადარჩენა მოახერხა. 

მაია ყუფარაძე დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას სულიერი შვილია. მოძღვარი წმინდა მიწაზე იმყოფებოდა და როგორც მოგვიანებით დაწერა, მაიას თავს დამტყდარი საშინელი ამბის გამო, ღამე თეთრად გაათენა. დაბრუნდა თუ არა საქართველოში, განსაცდელში მყოფი სულიერი შვილი მაშინვე მოინახულა და სოციალურ ქსელში, მაიას დასახმარებლად კეთილ ხალხს მოუწოდა.

ანგარიშის ნომრებს სტატიის ბოლოში დავწერ და მსურველებმა შეგიძლიათ დახმარება გაუწიოთ სიცოცხლის მოყვარულ, ენერგიულ და მებრძოლ მაიას, რომელიც თავისი ბუნებით სხვების დასახმარებლად სულ მზად არის. 

ხალხის სიკეთით გულუყებული ეზოთერიკოსი კი სოციალურ ქსელში შემდეგ სიტყვებს წერს.

"ფენიქსივით ვდგები ფეხზე, მგონი, იმ გაუგონარი სიკეთით, რასაც იჩენს ჩემს მიმართ ქართველები და არა მარტო ქართველები. განსაკუთრებით ჩემი უტკბილესი მოძღვარი - მამა პეტრე, რომელიც ისრაელში იმყოფებოდა მოსალოცად და ჩამოფრინდა შუა ღამეს და ეგრევე ჩემთან მოვიდა (ვგულისხმობ მეგობრის ბინაში). ჩავუშხამე ეს დიდი მისია ჩემი ტრაგედიით (ბინის დაწვას ვგულისხმობ, რომელიც ისევ მან გადამატანინა) და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მე არ ვცდები ადამიანებში და მაჯილდოვებს საუკეთესო ხალხით, ხოლო პეტრე კოლხი როგორ ათენებს და აღამებს ჩემზე ზრუნვაში, ვერ გადმოგცემთ. რით დავიმსახურე ასეთი სიყვარული მისგან, არ ვიცი, მაგრამ მე სიტყვებიც არ მყოფნის სამადლიერო.

მადლობა მოძღვარო და მიყვარხარ გულწრფელად (სხვანაირი სიყვარული ისედაც არ ვიცი). ღმერთმა არ მოგიშალოს შენი მრევლის სიყვარული, ბედნიერი ვართ ტყუპები შენით" - წერს მაია ფეისბუქზე.

ამ საშინელ ინციდენტზე "პრაიმტაიმს" პეტრე კოლხი უყვება.

პეტრე კოლხი: წმინდა მიწაზე ქართველ ემიგრანტებთან შესახვედრად მე, ჯგუფი "ქუჩის ბიჭები" და დათო ლიკლიკაძე გავემგზავრეთ. თელ-ავივთან ახლოს, ერთ-ერთ ქალაქში ქართველ ემიგრანტებს რესტორანი ჰქონდათ ნაქირავები.

დროში აცდენის გამო, წინასწარ მივულოცე ახალი წელი ოჯახის წევრებს და უახლოეს მრევლს, მათ შორის - მაიას. მითხრა, გული მწყდება აქ რომ არ ხარ, შენს გარეშე, ვისთანაც არ უნდა ვიყო, მაინც მარტო ვიქნებიო. გავამხნევე, შობას ლიტანიობის შემდეგ, გავიხსნილებთ და ჩვენ რომ გვეკადრება, ისე აღვნიშნავთ-მეთქი.

ფეისბუქზე შევედი, ვხედავ მაიას თავის სახლში ვიდეო აქვს ჩაწერილი ჩემი პორტრეტის ფონზე და ყველას ახალ წელს ულოცავს. გამიხარდა, რომ სიხარულით ხვდებოდა ახალ წელს. ამასობაში იქ, ჩვენთან იწყებოდა ღონისძიება. დარბაზში თავი მოიყარა 600-მდე ქართველმა. ძალიან მაღალი ემოციური ფონი სუფევდა. განვიცადე ამ ადამიანების ნახვა, რომლებიც ოჯახებს მოწყვეტილები არიან. მე და დათო ლიკლიკაძეს უნდა გაგვეხსნა საღამო, ლექსი უნდა წამეკითხა, ლოცვა აღმევლინა და სანამ სცენაზე გავედი, ავყევი სოციალურ ქსელს და მაიას ვიდეოში ვხედავ აალებულ აივანს. ვიფიქრე, ვიღაც მწვადს წვავს აივანზე-მეთქი; ამხელა ტრაგედია ვერ წარმომედგინა, რადგან სხვაობა, მაიას იმ მისალოც ვიდეოსა და ამ ვიდეოს შორის, წუთები იყო. მაგრამ ხმა რომ ჩავურთე ვიდეოს, რა მესმის - მაია თავისი სახლის წინ, რომელსაც ოცი წელი აშენებდა, დგას და უყურებს თუ როგორ იქცევა ფერფლად. სახლი თავის ტყუპისცალ დასთან ერთად (რომელიც ემიგრანტია ამერიკაში) ოცი წლის მანძილზე აშენა და აკოწიწა....

ეს სახლი ყველა მისი ახლობლის თავშესაფარი იყო. ძალიან ხელგაშლილი ქალია. მე და ჩემს შვილებს მაიას იმედი გვქონდა. მარტო მატერიალურად კი არა, ისეთი სიტყვის თქმა იცის, შეგაზანზარებს, მიწაზე მყარად დაგაყენებს.

ეს ტრაგედია იქ კონცერტის წინ არ შევიმჩნიე, ხალხი ახალ წელს ზეიმობდა, მეც განწყობა შევინარჩუნე, მაგრამ სცენიდან რომ დავბრუნდი, დარბაზში, სუფრასთან ვერ დავრჩი. ქუჩაში გამოვედი და სასტუმროში მივბრუნდი. ჯოჯოხეთური განწყობა მქონდა. მაიასთანაც ვერ დავრეკე. საერთო მრევლს ვესაუბრე...

პირველ იანვარს ღამით ჩამოვფრინდი და პირდაპირ მაიას სანახავად გავეშურე. ის ჩვენს მრევლთან აფარებს თავს. სახეწაშლილი და თვალებში შუქჩამქრალი მაიას ნახვა, საშინლად მძიმე იყო ჩემთვის...

თურმე სახლში ისეთი შუშხუნა შეუვარდა, რომელიც ჰაერში კალიასავით აქით-იქით დახტის. ცეცხლი მოედო ოთახს. ჩაქრობა გადაუწყვეტია, ხან რას დატაკებია, ხან - რას. კიდევ კარგი მეზობელმა შეუმტვრია კარი, დროზე გამოდი გარეთო. და გაუყვანია ძაღლებიანად. დღემდე გამურული ნახველი ამოაქვს. ძაღლები შეშინებულები ახლაც კივიან, ვერ წყნარდებიან. მადლობა უფალს, რომ მაია გადარჩა. 

არ ვიცი, რა დრო უნდა გავიდეს, რომ მე ამ მდგომარეობიდან გამოვიდე.

ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარში გვიდგას და ჩემს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშის ნომერზე მაიას დასახმარებლად თანხას რიცხავს. ადამიანებმა ახალი წელი დაივიწყეს  და მაიას გარშემო გაერთიანდნენ. ქართველებმა ვიცით განსაცდელის ჟამს ერთმანეთის გვერდში დგომა და ნუგეში. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. ღმერთმა არასდროს დაგაჭირვოთ ჩვენი თავი, თორემ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. მაიას მიმართ მზრუნველობა, ერთი ასად გიგქციოთ უფალმა და უკან მოგიბრუნდეთ ყველა ის ფიქრი, რაც მაიასკენ გაქვთ მომართული. ლოცვებში მოგიხსენიებთ.

ეჭვი არ მეპარება, მაია თავის ბუდეს ისევ მოიწყობს. მაგრამ მაინც მაწუხებს კითხვა - რატომ? ეს კითხვა მანადგურებს და ნიადაგს მაცლის. თუმცა განსაცდელი გვაძლიერებს. ამ დროს ფიქრობ, რომ კიდევ კარგი უარესი არ მოხდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ხომ ადამიანის სიცოცხლეა.

კეთილი ადამიანების დახმარებით სიცოცხლის შუქი ისევ აინთება მაიას თვალებში და ოჯახში. დარწმუნებული ვარ მის გარშემო კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაერთიანდება, რადგან ის თავად არის ბევრი ადამიანის ნუგეში. ეს ნუგეში სრულიად ერს არ მოუშალოს ღმერთმა.

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ახალ წელს სითბო და სიყვარული მოეტანოს მთელი სამყაროსთვის. თუ ჩვენ რამე გადაგვარჩენს, მხოლოდ ერთმანეთზე ზრუნვაა.

ახლა კი დაპირებული ანგარიშის ნომრები. 

პეტრე კოლხი: გთხოვთ, რამე ვიღონოთ… ღმერთმა სიხარულის დღეები გაგიმრავლოთ!..

GE55BG0000000756448500

ფონდი მოწყალე სამარიტელი

მაია ყუფარაძე: ჩემი საბუთები დაიწვა და ამიტომ ჩემი მეგობრის პირადობას დავწერ და თუნდაც თითო ლარი ჩარიცხოთ, ჩემთვის ამ ეტაპზე დიდი დახმარება იქნება. მადლობა ყველას და მაპატიეთ შეწუხებისთვის (მეტირება)...

მიმღები მაია ბარბაქაძე პ/ნ 18001008649 თიბისი ან საქართველოს ბანკი.