ხანძრები საქართველოში - პროგნოზირებენ თუ არა წვიმას სინოპტიკოსები

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, უახლოეს დღეებში, საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

სინოპტიკოსების ცნობით, 1 სექტემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +31, +36 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე, შესაძლოა, მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება.

26-27 აგვისტოს კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ძლიერი ქარი, 28 აგვისტოდან კი ქარის სიჩქარე შესუსტდება.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსია მოსალოდნელი.