პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საგარეჯოში დაჭრილები კლინიკაში რჩებიან. თავდასხმისას დაშავებული ხუთი ადამიანიდან სამი მკურნალობას ამ დრომდე კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში" განაგრძობს.
კვლავ მძიმეა ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზეა. პაციენტი სტაბილურად მძიმეა.
საგარეჯოში სროლისას სულ 5 ადამიანი დაშავდა. მათგან ერთ-ერთს: ახალგაზრდა გოგონოს რომელსაც თვალში შუშის ნამსხვრევი მოხვდა, ოპერაცია თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრში ჩაუტარდა. ის კლინიკიდან შაბათს გაწერეს.
საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ 6 ადამიანი გარდაიცვალა.
19 იანვარს, საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საკუთარი სახლის აივნიდან ცეცხლი ავტომატიდან ქუჩაში მყოფ ხალხს გაუხსნა. გარდაცვლილთაგან 4 კორპუსის ეზოში მყოფი ადამიანია, ერთი - შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ერთი კი თავად თავდამსხმელი, რომელმაც სროლების განხორციელების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
პირი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, 48 წლის ნოდარ ათუაშვილი იყო. ყოფილი სამხედრო თავდაცვის სამინისტროს 2006-21 წლებში მუშაობდა. მონაწილეობდა ავღანეთის მისიაშიც. საგარეჯოში სპეცოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.