ხალის რა ცვლილებები შეიძლება მიუთითებდეს კანის კიბოზე

ფოტო

ხალის ზრდა, კონსისტენციის ცვლილება, პიგმენტაციის მომატება ან შემცირება, მის გარშემო ორეოლას გაჩენა, ასევე ბზარები და სისხლდენა, შესაძლოა, კანის კიბოს პირველი ნიშნები იყოს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ სიმპტომებს:

ასიმეტრია: ხალის ერთი ნახევარი არ ჰგავს მეორეს.

არამკვეთრი კიდეები: კიდეები ბუნდოვანია, კბილისებრი ან არათანაბარი.

არათანაბარი ფერი: ფერის ცვალებადობა (მუქი ყავისფერი, შავი, წითელი ან თეთრი ლაქების შერწყმა).

ზომის სწრაფი ზრდა: წარმონაქმნის მოცულობის მკვეთრი მატება.

ზედაპირის ცვლილება: გამკვრივება, კვანძების ან ლაქების გაჩენა.

ფიზიკური დისკომფორტი: ანთება, ბზარები, წყლულები, ქავილი ან ტკივილი, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ხალი ტანსაცმელს ეხება.