კბილის ჯაგრისს თავსახური არ დააფაროთ - სტომატოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს

ქეთი მეგრელაძე

კბილის ჯაგრისზე თავსახურის დაფარებით ბაქტერიებს ვუქმნით სათბურს,- ამ თემაზე სტომატოლოგი, ქეთი მეგრელაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს. 

„ძალიან ბევრი ადამიანი კბილის ჯაგრისს ინახავს თავსახურით. თუმცა, გვავიწყდება, რომ ჩვენი ჯაგრისი ყოველდღიურად არის სველი, რაც ბაქტერიებისთვის ძალიან კარგი გარემოა გასამრავლებლად. თავსახურის დაფარებით ბაქტერიებს ვუქმნით სათბურს. ყოველდღიურად უმჯობესია, რომ ჯაგრისი შევინახოთ თავსახურის გარეშე. ხოლო, თუ სადმე მივდივართ, თმის საშრობით უნდა გავაშროთ, დავაფაროთ თავსახური და ისე წავიღოთ",- ამბობს ქეთი მეგრელაძე.