21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1763666639
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი აშშ-ის სამშვიდობო გეგმას აკრიტიკებს.
ვალტონენის თქმით, აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინის საკითხზე დაგეგმილი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია თუ სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ეს პირობები უკრაინისა და მისი მხარდამჭერი ევროპელი ქვეყნებისთვის მიუღებელია.
„ჩანს, თითქოს გეგმა მოსკოვშია დაწერილი. ის სრულიად და ცალსახად შლის გაეროს წესდებას“, – აღნიშნავს ვალტონენი.
ვალტონენის თქმით, ფინეთისა და ევროპის პოზიცია ნათელია.
„ჩვენ გვსურს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უკრაინაში. ამაზე უკვე ოთხი წელია, ვმუშაობთ“, – აღნიშნა მინისტრმა.
ვალტონენის განცხადებით, სამშვიდობო გეგმის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არც ამერიკული და არც უკრაინული მხარისგან არ მიუღია. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მშვიდობისკენ გზა ცეცხლის შეწყვეტით უნდა იწყებოდეს.
„ჩვენ შევთავაზეთ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა. უკრაინა ამისთვის მზად იყო. ხოლო რუსეთი ამისთვის მზად არ აღმოჩნდა და დათმობებზე არ წავიდა“, – აღნიშნა დიპლომატმა, რომლის აზრითაც, მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევამდე ჯერ შორია.
ვალტონენი მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინის მხარდაჭერას თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებით და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით.
გამოცემა „ტელეგრაფმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ახალი ე.წ. სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონბასისთვის მოსკოვმა უკრაინას ქირა უნდა გადაუხადოს. გეგმის მიხედვით, დაიბლოკება უცხოური ჯარების განლაგება უკრაინაში და შეწყდება აშშ-ის სამხედრო დახმარება, რუსული ენა გამოცხადდება სახელმწიფო ენად და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას მიენიჭება ოფიციალური სტატუსი ოკუპირებულ ტერიტორიებზე.