ადგილები საქართველოში, სადაც თოვლის გამო მოძრაობა შეიზღუდა
1760345617
რა არის ჯანსაღი კბილების საიდუმლო და რომელი უფრო მავნეა - ხილი თუ შოკოლადი - ამ თემაზე KOTCAST-ში სტომატოლოგი, ნათია კეთილაძე საუბრობს.
„ალბათ ყველა იტყვის შოკოლადს, რადგან ტკბილია, მე კი გეტყვით, რომ ეს შეიძლება იყოს ვაშლი ან სხვა ნებისმიერი ხილი.
რაღაც მითიც დავამსხვრიეთ, რადგან ხილი, იმის გარდა, რომ შეიცავს მარტივ ნახშირწყლებს, ასევე შეიცავს ორგანულ მჟავებს, რომელთა დიდი ხნით დაყოვნება პირის ღრუში, უფრო მავნე შეიძლება იყოს, ვიდრე შოკოლადი.
რაც შეეხება ტკბილეულს. ჩვენი პირის ღრუსთვის მავნეა ის ტკბილეული, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ყოვნდება პირის ღრუში.
მაგალითად, „ჩუპა-ჩუპსის“ კანფეტები, კარამელი, ნუგა, რომელიც ეწებება კბილებს და შესაძლოა, ხანგრძლივად დარჩეს კბილის ღარებში. ასევე, გოზინაყი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ თაფლზეა დამზადებული და ამ საკვებზე ბევრი დადებითი გვესმის, შესაძლოა, დიდი ხნით ჩაიჟონოს კბილთა შორის და დარჩეს. მე მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ მრავალი წელია კარიესი არ მაქვს, რადგან ამას ვუთმობ დიდ დროს. ეს არის 7,8 და 10 წუთიანი რუტინა ყოველ დილასა და საღამოს“,- ამბობს ნათია კეთილაძე.