ადგილები საქართველოში, სადაც თოვლის გამო მოძრაობა შეიზღუდა
1760345617
მექსიკაში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 64 ადამიანი დაიღუპა, 65 კი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მექსიკის მთავრობის განცხადებით, უხვმა ნალექებმა მეწყერი, მდინარეების ადიდება და ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
სტიქიის დაწყებამდე დროული ევაკუაციისა და სტიქიის მონიტორინგისთვის, მექსიკის ყურის სანაპიროსა და ცენტრალურ შტატებში ქვეყნის ხელისუფლებამ ათასობით მაშველი გაგზავნა. სამოქალაქო დაცვის ეროვნულმა კოორდინატორმა, ლაურა ველასკესმა, განაცხადა, რომ ყველაზე მეტად იდალგო და ვერაკრუსი დაზარალდა. ვერაკრუსში 29 ადამიანი დაიღუპა და 18 დაკარგულად ითვლება, ხოლო იდალგოში 21 ადამიანი დაიღუპა და 43 დაკარგულად ითვლება.
ხელისუფლების ცნობით, მექსიკის ხუთ შტატში მუნიციპალიტეტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ თუმცა, ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ძირითადად აღდგენილია.